“ვის აგინებ? გაგგლიჯავ ცემით” – ინციდენტები “დინამო არენაზე” (ვიდეო)
თარიღი: ივლისი 8, 2021
7 ივლისს, ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “დინამო” საკუთარ მოედანზე ბაქოს “ნეფთჩის” დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
მატჩის მიმდინარეობისას და მისი დასრულების შემდეგ, “დინამოს” ფანებისგან შემდგარი ჯგუფი კლუბის პრეზიდენტის, რომან ფიფიას წინააღმდეგ სკანდირებდა: “დინამო ფიფიას გარეშე”.
მატჩის დასრულების შემდეგ, ფანების ნაწილის ამ შეძახილს ინციდენტი მოჰყვა. კადრში ჩანს რომან ფიფია, რომლის გვერდზე მყოფმა პირმა ერთ-ერთ ფანს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართა: “მაგ ვიდეოს გაგთხრი ტ***ში, ჩამოდი ქვემოთ!”
აზერბაიჯანულმა haqqin.az-მა გაავრცელა ვიდეო, რომელშიც კიდევ ერთი ინციდენტია აღბეჭდილია. VIP ლოჟაში მყოფი ერთ-ერთი პიროვნება გულშემატკივარს მიმართავს: “ვის აგინებ? გაგგლიჯავ ცემით.”