ვის დაიმატებს ლევან კორღალიძე “საბურთალოს” სამწვრთნელო შტაბში?

თარიღი: სექტემბერი 20, 2020

“საბურთალოს” ახალი მთავარი მწვრთნელი ლევან კორღალიძე იქნება, რომელმაც პოსტზე თეიმურაზ შალამბერიძე შეცვალა. გუნდის ვებ-გვერდმა კორღალიძესთან ინტერვიუ ჩაწერა.

– ლევან, გილოცავთ “საბურთალოს” მთავარ მწვრთნელობას. როგორ განვითარდა მოვლენები?
– რამდენიმე წლის წინ “საბურთალოს” აკადემიაში დავიწყე სამწვრთნელო საქმიანობა. აქედან გამომდინარე, ჩემთვის ეს კლუბი უცხო არაა. ყველაფერი უცებ მოხდა – მივიღე წინადადება და მალევე დავთანხმდი. მეც მქონდა სურვილი და კლუბის ხელმძღვანელებსაც, რომ “საბურთალოს” მთავარი მწვრთნელი გავმხდარიყავი. ხანგძლივი კონტრაქტი გავაფორმე.  ამ გადაწყვეტილებში დიდი როლი ითამაშა “ბენე-სპორტმა” და ირაკლი ლილუაშვილმა.
ვისარგებლებ შემთხვევით და “საბურთალოს” ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობას გადავუხდი. ეს ჩემთვის დიდი გამოწვევაა. კლუბმა ბოლო წლებში დიდ წარმატებებს მიაღწია. ვეცდები უფრო დიდი წარმატება მოვუტანო “საბურთალოს”.
“საბურთალო” პროგრესირებადი კლუბია. წინსვლაში უდიდესი როლია გიორგი ჭიაბრიშვილის, რომელმაც გუნდი სხვა საფეხურზე აიყვანა – მოიგო პირველი ლიგა, გახდა ქვეყნის ჩემპიონი და თასის მფლობელი. წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის თემურ შალამბერიძესაც, რომლის ხელმძღვანელობით გუნდმა სუპერ თასი მოიგო.

– “საბურთალოს” ხელმძღვანელების შეთავაზება მოულოდნელი იყო?
– “ლოკომოტივიდან” წამოსვლის შემდეგ, რამდენიმე გუნდს ინტერესი ჰქონდა, თუმცა “საბურთალოს” შემთხვევაში ყველაფერი სწრაფად მოხდა. პროგრესირებადი კლუბია, კარგი ახალგაზრდები ჰყავს, პროფესიონალები მუშაობენ, აქვს აკადემია, გუნდს განვითარება და წარმატება უნდა. ამიტომაც იყო, “საბურთალოს” შეთავაზებაზე მალევე რომ დავთანხმდი.

 გუნდთან შეგუება არ გაგიჭირდებათ, რადგან ბევრი მეგობარი თუ ნაცნობი დაგხვდათ…
– დიახ, ნაცნობ გარემოში მოვხვდი. გამიადვილდება მუშაობა. ზოგთან, ადრე მიმუშავია, რამდენიმესთან ბავშობიდან ვმეგობრობ.

– უმუშევრობის დროს სხვადასხვა მატჩებს ესწრებოდით, მათ შორის “საბურთალოს”. როგორი იყო ტრიბუნიდან დანახული გუნდი?
– “საბურთალოს” სათამაშო სტილი ძალიან მომწონს. ჩემი და გუნდის სათამაშო გემოვნება ემთხვევა ერთმანეთს. “საბურთალო” ითამაშებს ისე, როგორც თამაშობდა – შემტევ და ლამაზ ფეხბურთს.

– სამწვრთნელო შტაბში ცვლილებები ხომ არ იქნება?
– ყველა ის ადამიანი დარჩება, ვინც მუშაობდა. ისინი თავის საქმის პროფესიონალები არიან. გვექნება ერთი მატება – გუნდის მომზადებაში ნიკა გუშარაშვილი დაგვეხმარება, ვისთან ერთადაც “ლოკომოტივში” ვმუშაობდი.

– გუნდი მეორე ადგილზე იმყოფება. ამავდროულად, თასის 1/8 ფინალში ითამაშებს. მიზნები მაღალი გექნებათ… 
– ჩემი მიზანი და სურვილი ყველა თამაშის მოგებაა. დანარჩენს კი დრო გვაჩვენებს.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

3 ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქართველი ფეხბურთელი

ბოლო დროს ქართველი ფეხბურთელები პროგრესის გზას ადგანან და საზღვარგარეთ საკმაო ძლიერ გუნდებში ახერხებენ გადასვლას. წლების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სუპერ ანაზღაურება დე იონგს – რატომ არ იკლებს ნიდერლანდელი ფულს?

კატალონიის “ბარსელონას” ნიდერლანდელი ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ბოლო 1 თვეა გუნდის დატოვების ზღვარზეა და “მანჩესტერში” [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

რა ხდება მამარდაშვილის თავს? – ყველაფერი რიგზეა!

გასულ სეზონში “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი მე-2 გუნდისთვის დაიმატა და მამარდა რამდენიმე თვეში დაწინაურდა პირველ მეკარედ. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამუკა ჯუღელის გარეშე – ვინ გადაიყვანა ლოჩოშვილი იტალიაში?

საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი ლუკა ლოჩოშვილი იტალიურ “კრემონეზეში” ოფიციალურად ჩაირიცხა. ლოჩოშვილი სააგენტო Player agents-ში არის...
წაკითხვა
ფეხბურთი

სად არის საქართველო? – სომხეთი ევროპაზე, აზერბაიჯანი ჩემპიონთა ლიგაზე

ქართულმა გუნდებმა ევროტურნირებზე გამოსვლა სულ რაღაც 22 დღეში დაასრულეს. აზერბაიჯანულმა “ყარაბაღმა” ჯერ ბათუმის “დინამოს” 5-0 [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფეხბურთის ფედერაციამ უარი თქვა” – რატომ არ წავიდა აზაროვი ამერიკაში?

ბათუმის “დინამოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ბესი ჩიბურდანიძემ “პოდკასტ ბათუმში” ირაკლი აზაროვის შესახებ ისაუბრა. “ის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამოს” წარუმატებელი ლეგიონერობა – რა ვერ ხდება ბათუმში?

ბათუმის “დინამოში” ამჟამად მხოლოდ 3 ლეგიონერი ირიცხება – მილან რადინი, ოლექსანდრ აზაცკი და ბენჟამინ ტეიდი. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ნაპოლი” ხვიჩას ბოლომდე ენდობა- შემცვლელი მხოლოდ იანვარში!

“ნაპოლი” გუნდის გაძლიერებას ახალგაზრდებით განაგრძობს და ამჯერად, “ბოდო გლიმტის” 23 წლის შემტევს, ოლა სოლბაკენს იმატებს. [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუნი: “ჰოლანი ჩემპიონობისთვის ბრძოლაში მთავარი ფაქტორი იქნება”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა თავდამსხმელმა უეინ რუნიმ “მანჩესტერ სიტის” ფორვარდი ერლინგ ჰოლანი შეაქო. ნორვეგიელმა შემტევმა ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

არ გამოუვიდა არველაძეს, გამოუვა კომპანის? მიქაუტაძე ინგლისში

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული “მეცის” თავდამსხმელით, ჟორჟ მიაქაუტაძეთი “ბარნლის” მთავარი მწვრთნელი, ვინსენტ კომპანი არის დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” დიდი შეცდომა – რეალურად რამდენს მიიღებენ აზაროვში?

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” 20 წლის მცველი ირაკლი აზაროვი კარიერას “ცრვენა ზვეზდაში” გააგრძელებს. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

კვარას და მამარდას გუნდები ძალიან სუსტდებიან

“ნაპოლი” სერია A-ს დაწყების შემდეგ საკმაოდ დასუსტდა და გუნდი ლიდერებმა დატოვეს. ლორენცო ინსინიე “ტორონტოში” წავიდა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზურიკო დავითაშვილის ახალი გუნდი ცნობილია

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და ბათუმის “დინამოს” ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი კარიერას ფრანგულ “ლორიენში” გააგრძელებს. ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარი სარდლიშვილი: “ჯაბა კანკავა სტადიონიდან გადმოხტა, როცა დაინახა ფანები იწევდნენ&#

სოციალურ ქსელში მარი სარდლიშვილი საინტერესო პოსტს აქვეყნებს. სარდლიშვილი შვილთან ერთად “ოლიმპიაკოსი” – “სლოვანის” მატჩს ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამოში” ცვლილებებია – რა ხდება გუნდში?

თბილისის “დინამოში”, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გუნდის გაყიდვა დაანონსა, გარკვეული ცვლილებები მოხდა. “დინამოდან”...
წაკითხვა