ვის გამო თქვა უარი “ბარსელონამ” მბაპეს ტრანსფერზე?
საფეხბურთო აგენტი, ხუნიო მინგელია, 2017 წელს “ბარსელონას” ხელმძღვანელთა საბჭოში განხილულ ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო თემას შეეხო. საქმე კილიან მბაპესა და უსმან დემბელეს შესაძლო ტრანსფერებს ეხება.
“დიახ, ვადასტურებ, რომ “ბარსელონა” მბაპეს ტრანსფერის შესაძლებლობას განიხილავდა. მამაჩემმა გაარკვია, რომ ნეიმარს პარიზში გადასვლა უნდოდა, თუმცა “ბარსელონაში” ეს ან არ იცოდნენ ან არ იჯერებდნენ.
როდესაც ნეიმარის ტრანსფერის შესახებ სიტუაცია გასერიოზულდა, ბართომეუმ მის შემცვლელზე დაიწყო ფიქრი. საბოლოოდ ჩათვალეს, რომ დემბელე გუნდს უფრო მოერგებოდა, ვიდრე მბაპე.
ჩვენ მბაპესთან მოლაპარაკებებს ვაწარმოებდით. ტრანსფერი 130 მილიონი ევრო ჯდებოდა, რასაც 25 მილიონი ემატებოდა ბონუსების სახით. თავად კი ხელფასის სახით 10-16 მილიონს გამოიმუშავებდა,” – განაცხადა მინგელიამ.