ვის გულშემატკივრობენ ცნობილი ადამიანები ჩემპიონთა ლიგის ფინალში?
28 მაისს, იტალიის ქალაქ მილანში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ორი მადრიდული კლუბი დაუპირისპირდება. თასისათვის “ატლეტიკო” და “რეალი” იბრძოლებენ.
ცნობილმა საფეხბურთო ვებ-გვერდმა, Goal.Com-მა დაასახელა ცნობილი ადამიანები, რომლებიც ფინალში მონაწილე გუნდებს გულშემატკივრობენ.
უილ სმიტი (მომღერალი) – “ატლეტიკო”
მარიანო რახოი (ესპანეთის პრემიერ-მინისტრი) – “ატლეტიკო”
ხოსე მარია ასნარი (ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი) – “რეალი”
ხავიერ ბარდემი (მსახიობი) – “ატლეტიკო”
ფერნანდო ალონსო (მრბოლელი) – “რეალი”
როჯერ ფედერერი (ჩოგბურთელი) – “რეალი”
რიკი მარტინი (მომღერალი) – “რეალი”
ხულიო იგლესიასი (მომღერალი) – “რეალი”
უასაინ ბოლტი (სპრინტერი) – “რეალი”
ფილიპე VI (ესპანეთის მეფე) – “ატლეტიკო”
სარა კარბონერო (ჟურნალისტი) – “ატლეტიკო”
ანტონიო ბანდერასი (მსახიობი) – “რეალი”