ვის მიიჩნევენ ბუკმეკერები ოქროს ბურთის მოგების მთავარ ფავორიტად?
ევროპული ფეხბურთის 2018/19 წლების სეზონი პირველ ივნისს, “ვანდა მეტროპოლიტანოზე” დასრულდა, როდესაც “ლივერპულის” კაპიტანმა ლეგენდარული სიმღერის (YNWA) ფონზე ჩემპიონთა ლიგის თასი ასწია.
მართალია, კლუბებმა უკვე გადაინაწილეს მთავარი ტიტულები, თუმცა ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ დაეუფლება ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟულ ინდივიდუალურ პრიზს – “ოქროს ბურთს”.
ამ დროისთვის, ბუკმეკერები ზემოთ აღნიშნული პრიზის მოგების მთავარ ფავორიტად ლეო მესის მიიჩნევენ (1.5), რომელმაც მიმდინარე სეზონში კლუბთან ერთად მხოლოდ ლა ლიგის მოგება შეძლო.
მიმდინარე სეზონში ოქროს ბურთისთვის მებრძოლის სტატუსი სრულფასოვნად დაიმსახურა იურგენ კლოპის ჰოლანდიურმა იარაღმა – ვირჯილ ვან დეიკმა (3.0). მიმდინარე სეზონში ვან დეიკმა 64 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი მოტყუება ვერავინ მოახერხა. გარდა ამისა, ის გახდა პირველი ფეხბურთელი ბოლო 13 წლის მანძილზე, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის 12-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა და 1080 წუთი დაჰყო მოედანზე.
ამ მაჩვენებლებით მესამე, მეოთხე და მეხუთე პოზიციებს სადიო მანე, მო სალაჰი და რაჰიმ სტერლინგი ინაწილებენ 20-20-20 კოეფიციენტებით. კრიშტიანუს კი 25.00 კოეფიციენტი მიანიჭეს.