ვის შეიძლება შეხვდეს “საბურთალო” მომდევნო ეტაპზე გასვლის ან გავარდნის შემთხვევაში?
ხვალ, 22 ივლისს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა შედგება. წილისყრის შედეგად უნდა გაირკვეს თუ ვინ შეიძლება შეხვდეს თბილისის “საბურთალოს” მომდევნო ეტაპზე გასვლის ან გავარდნის შემთხვევაში.
როგორც იცით, ტირასპოლის “შერიფის” ბარიერის დაძლევის შემდეგ თბილისურ კლუბს მეტოქედ საკმაოდ ძლიერი ზაგრების “დინამო” ერგო. ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე “საბურთალო” – “დინამოს” გამარჯვებულს ჩამოთვლილთაგან რომელიმე მეტოქე შეხვდება.
1) “პაოკი” (საბერძნეთი, 23.5 )
2) “ყარაბაღი” (აზერბაიჯანი, 22.0) / “დანდალკი” (ირლანდია, 7.0)
3) “მარიბორი” (სლოვენია, 18.5) / “აიკი” (შვედეთი, 5.5)
4) “ცრვენა ზვეზდა” (სერბეთი, 16.75) / “ჰელსინკი” (ფინეთი, 9.0)
5) “მაკაბი თელ-ავივი” (ისრაელი, 16.0) / “კლუჟი” (რუმინეთი, 3.5)
6) “აპოელი” (კვიპროსი, 25.5) / “სუტიესკა” (მონტენეგრო, 3.0)
იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს ჩემპიონი ზაგრების “დინამოს” ბარიერის დაძლევას ვერ შეძლებს, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდი ასპარეზობას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს. ამ ეტაპზე “საბურთალოს” შესაძლო მეტოქეები გახლავთ:
1) “ტრე პენე” (სან-მარინო) / “სუდუვა” (ლიეტუვა)
2) “პიასტ გლივიცე” (პოლონეთი) / “რიგა” (ლატვია)
3) “არარატ-არმენია” (სომხეთი) / “ლინკოლნ რედი” (გიბრალტარი)
4) “ვალური” (ისლანდია) / “ლუდოგორეცი” (ბულგარეთი)
5) “ტორშავინი” (ფარერები) / “ლინფილდი” (ნორვეგია)