ვის შეხვდება “საბურთალო” ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში?

თარიღი: აგვისტო 14, 2019

თუ საქართველოს ჩემპიონი, თბილისის “საბურთალო” “არარატ არმენიას” ბარიერს დაძლევს, ევროპა ლიგის პლეი-ოფში ლუქსემბურგის “დუდელანჟს” შეხვდება.

“დუდელანჟმა” რამდენიმე წუთის წინ “ნომე კალიუ” სტუმრად 0-1 დაამარცხა და 2 მატჩის ჯამში 1-4 იმარჯვა. ერთადერთი გოლი დანიელ სინანმა გაიტანა.

“დუდელანჟი” გასულ სეზონში ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე გავიდა და “მილანის” ჯგუფში მოხვდა. ევროპა ლიგაზე ამ გუნდის მაისურით ლევან ყენიაც გამოვიდა, რომელიც დღეს “ერთი უბნის” ღირსებას იცავს.

“საბურთალო” ხვალ “არარატ არმენიას” მიხეილ მესხზე 20:00 საათზე უმასპინძლებს. პირველი მატჩი ჩვენებმა 1-2 მოიგეს.

მსგავსი სიახლეები