ვის შეცვლის ვლადიმერ ვაისი ყაზახეთთან მატჩისთვის?
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის მე-5 მატჩში ანდორასთან 1-1 ითამაშა და პირველი ქულები დაკარგა. აშკარად გამოჩნდა, რომ ვლადიმერ ვაისის ექსპერიმენტმა არ გაამართლა და ნაკრებმა ანდორას წინააღმდეგ სათანადო თამაში ვერ აჩვენა. სუსტად ითამაშა უკლუბოდ დარჩენილმა გიორგი ლორიამ, რომლის შეცდომასაც და არასწორად შერჩეულ პოზიციას პირველი გოლი მოყვა. სლოვაკი სპეციალისტი რამდენიმე ცვლილების განხორციელებას აპირებს და ეს ყველა რგოლს შეეხება.
მეკარე – უდიდესი ალბათობით, ყაზახეთთან მატჩში საქმეში პირველად ვიხილავთ ეროვნული ლიგის საუკეთესო მეკარეს, ქუთაისის “ტორპედოს” კაპიტან როინ კვასხვაძეს. კვასხვაძე ერთა ლიგის 5-ვე შეხვედრისთვის იყო გამოძახებული, მაგრამ ვაისმა მას ლორია ამჯობინა, თუმცა ახლა შანსი კვასხვაძესაც უნდა მიეცეს, რომელიც კარიერის პიკშია და მისი ლიდერობით ქუთათურებს 16 მატჩია არ წაუგია.
მცველები – ნავალოვსკის ტრავმის შემდეგ, ვაისს როტაცია მოუწევს და ნავალას ადგილს ძირითადში ჯიმი ტაბიძე დაიკავებს. შემადგენლობას დაუბრუნდება გურამ კაშია ან საბა კვირკველია, შესაძლოა, ორივე მათგანი ან შანსი ლაშა დვალს მიეცეს.
ნახევარმცველები – გიორგი აბურჯანია ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში აუცილებლად მიიღებს შანსს, კვლავ დაბრუნდება “ყაზახური წყვილი” – კანკავა და კვეკვესკირი. ვაკო ყაზაიშვილის უსუსტესი წარმოდგენის შემდეგ, მას ლუკა ზარანდიაშეცვლის. მე-2 ტაიმში სათამაშო დრო, ალბათ, ხარაიშვილსაც მიეცემა.
თავდამსხმელები – თუ ჩვენი ნაკრები გამოუვალ სიტუაციაში არ აღმოჩნდა, კაჭარავა/არაბულის შემოსვლას არ უნდა ველოდოთ. ქართული პრესა ბოლო დროს ვაისზე დიდ ზეწოლას ანხცორციელებს ეროვნული ლიგიდან თორნიკე კაპანაძის ან გიორგი გაბედავას გამოძახებით, თუმცა მენტორი მათ შედეგებს ყურადღებას არც კი აქცევს, მაგრამ დღვანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე, ნამდვილად მოუწევს.
საქართველოს ნაკრები ყაზახეთს “დინამო არენაზე” 19 ნოემბერს 21:00 საათზე უმასპინძლებს.