“ვის სჯერა, რომ “რუბინი” საუკეთესო ფეხბურთელს ასე უბრალოდ გაუშვებდა” – რას წერენ რუსები ხვიჩაზე?
ხვიჩა კვარაცხელიას წასვლა რუსული საფეხბურთო წრისთვის საკმაოდ მძიმე დარტყმა აღმოჩნდა და ბოლო 2 დღეა რუსი ფანები მასზე აქტიურად წერენ.
“ხვიჩა როგორც პრემია, ისეა: სიხარული უნდა მოგიტანოს და ბარათიდან ქეში გამოიტანო, მაგრამ რეალურად ამ დროს არ გაქვს”
“ლოგიკურია. “რუბინი” ხვიჩას ვერ გაყიდიდა. ახლა “დინამო ბათუმი” გაყიდის და შემდეგ თანხას “რუბინიც” მიიღებს”
“რუბინს” არაფერი ერგება. 100%-ვე პროცენტს ხელმძღვანელობა წაიღებს”
“ვთხოვ საქართველოს, ყველა ქართველი საქართველოს პასპორტით და რუსული პასპორტითაც, წაიყვანოს ჩვენი ქვეყნიდან. არავინ უნდა მიიღოს საშუალება რუსეთში ფული იშოვოს”
“ყაზანელმა კრიმინალებმა ქართველ ქურდებთან ქურდული სქემა შეათანხმეს. ხვიჩას ტრანსფერიდან წილებს არა კონტრაქტიდან გამომდინარე, არამედ არაოფიციალურად მიიღებენ”
“უეჭველი კორუფცია და თაღლითობა რუბინიდან. არავინ დაიჯერებს, რომ მათ გუნდის საუკეთესო ფეხბურთელი ასე უბრალოდ გაუშვეს”
“კარგი დრიბლინგი ხვიჩასგან, ყოჩაღ!
“წავიდა? უფრო ძლიერი დაბრუნდება”
Sports.ru-ზე შემდეგი კითხვა იყო დასმული: ხვიჩა “რუბინში” არ დაბრუნდება, გეწყინათ?
1.სამწუხაროა, რომ ასეთ სიტუაციაში წავიდა
2. სულ ერთია, მაინც წავიდოდა, მნიშვნელობა არ აქვს
პასუხი 7000-ზე მეტმა გულშემატკივარმა გასცა და შედეგი ზუსტად 50-50-ზეა.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ კვარაცხელია კარიერას “ნაპოლიში” გააგრძელებს. მართალია, ხვიჩა “დინამოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, მაგრამ ტრანსფერიდან თანხა ყაზანმაც რომ მიიღოს, არ იქნება გასაკვირი…