ვის უგულშემატკივრებს ნესტა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში?
“მილანის” ყოფილი მცველმა, ალესანდრო ნესტამ, რომელიც ამჟამად ინდოეთში ასპარეზობს, “იუვენტუსსა” და “რეალს” შორის გასამართ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ შეხვედრაში საკუთარი ფავორიტი დაასახელა.
“დღეს საღამოს “იუვენტუსს” ვუგულშემატკივრებ, მაგრამ ტურინელებს ძალიან გაუჭირდებათ. იმ შემთხვევაში, თუ “იუვე” საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებს, ალეგრისა და ანჩელოტის შორის შესანიშნავ შეხვედრას ვიხილავთ. მაღალი დონის მწვრთნელების, რომლებსაც ბევრი რამ აქვთ საერთო” – განაცხადა ნესტამ.