ვიტ ჯორჯია – გურია უცხოურ ტოტალიზატორებში პოპულარული იყო
საკმაოდ საინტერესო ფოტო გავრცელდა ფეისბუქის ერთ-ერთ გვერდზე, რომლის მფლობელიც მომხმარებლებს გარკვეული თანხის სანაცვლოდ მომგებიან ფსონებს პირდება.
ფოტოზე ჩანს, რომ გვერდის მფლობელმა ფსონი ვიტ ჯორჯია – გურიას შეხვედრაზე გააკეთა და 10 ევროთი 4350 მოიგო. აღნიშნული შეხვედრა პარასკევს, მცხეთაში გაიმართა.
ფსონიც მატჩის სცენარს ზუსტად ასახავს. შეხვედრის პირველი ნახევარი მასპიძელთა გამარჯვებით დასრულდა, ხოლო საბოლოოდ ფრედ დაფიქსირდა.