“ვიტ ჯორჯიამ” ბათუმის “დინამოს” ქულები დააკარგვინა და გავარდა

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის პირველ შეხვედრაში ბათუმის “დინამომ” აუტსაიდერი “ვიტ ჯორჯია” ვერ დაამარცხა და 1-1 ითამაშა. მთელი თამაშის განმავლობაში “დინამომ” 30-ზე მეტჯერ დაარტყა კარში, თუმცა, ხან ისერგიშვილი იყო შეუდარებელი, ხან კი ფეხბურთელები ბოლო მომენტში სცოდავდნენ. “ვიტ ჯორჯიამ” 86-ე წუთზე გაათანაბრა და შესაძლოა, მისთვის ყოვლად უმნიშვნელო მატჩში, ბათუმელებს ჩემპიონობა დააკარგვინა. “ვიტ ჯორჯია” უკვე ოფიციალურად გავარდა ეროვნულ ლიგა 2-ში, “დინამო” კი მეტოქეების იმედზეა.
ხვალ “საბურთალო” თბილისის “დინამოს” უმასპინძლებს.
დინამო ბათუმი 1-0 ვიტ ჯორჯია
გოლი: ჯიღაური 3 – სეხნიაშვილი 86
დინამო: ალავიძე – მელიავა, კობახიძე, გაგოშიძე, ნავალოვსკი – მამუჩაშვილი, მანჯგალაძე (გაფრინდაშვილი 88) – ჯიღაური, რამოსი, ჯოვინო (თევდორაძე 75) – დვალიშვილი
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი – კილაშვილი, თათხაშვილი, სეხნიაშვილი, ნემსაძე – ვარძელაშვილი (აბულაძე 88), ზარიძე – მუსელიანი, ნანობაშვილი (აშორდია 75), მუზაშვილი – მაქაცარია (ხუციანიძე 81)
მთავარი მწვრთნელი: ლადო ხაჩიძე