“ვიტ ჯორჯიამ” “დინამოს” დუბლები დაამარცხა

თარიღი: იანვარი 24, 2014

აფხაზეთის ომში დაღუპული ზაზა ბენდელიანის ხსოვნის საერთაშორისო ტურნირზე დინამო თბილისის დუბლშემადგენლობამ ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი გამართა. ბენდელას თასის XXIII გათამაშების სტარტი დინამოელთათვის წარუმატებელი გამოდგა.

დინამო თბილისის სარეზერვო გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახი გოგიჩაიშვილი გახლავთ, უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ვიტ ჯორჯიას დაუპირისპირდა. მატჩი ჩვენი გუნდის მარცხით – 0:4 დასრულდა. მცხეთა პარკზე გამართულ შეხვედრაში მასპინძლებმა ანგარიში ტაიმის დებიუტში გახსნეს. მესამე წუთზე გოლი ელგუჯა ლობჯანიძემ გაიტანა. მეორე ტაიმის დასაწყისში, დაპირისპირების 51-ე წუთზე, მატჩის მთავარმა არბიტრმა დინამოელთა კარის მიმართულების თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა დანიშნა, პენალტის შესასრულებლად ბურთთან გიორგი კორიფაძე მივიდა, თუმცა მისი დარტყმული ჩვენი გუნდის კიპერმა, ლევან ისიანმა მოიგერია, დამატებაზე კი ლევან კუხალეიშვილმა გაიტანა. მატჩის 75-ე წუთზე ანგარიშში სხვაობა სამამდე გაიზარდა, გოლი ერეკლე ხვისტანმა გაიტანა, საფინალო რეზულტატი კი 79-ე წუთზე დაფიქსირდა, გატანილი გოლით ამჯერად ვანო კურდღელაშვილი გამოირჩა.

დინამო თბილისის სარეზერვო გუნდი ბენდელას თასის გათამაშების ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის მატჩს 26 იანვარს, ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს საფეხბურთო აკადემიაში, ალგეთის წინააღმდეგ გამართავს.

ვიტ ჯორჯია 4:0 დინამოს დუბლები
გოლები: ლობჯანიძე 3′ კუხალეიშვილი 51′ ხვისტანი 75′ კურდღელაშვილი 79′

ვიტ ჯორჯია: შეროზია, მჭედლიშვილი, ღონღაძე, გეთიაშვილი, იაშვილი, წყაროზია, გახარია, კორიფაძე, ღიბრაძე, სიჭინავა, ლობჯანიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ჩალიგავა, საბაძე, ჩიტიშვილი, კალანდია, კურდღელაშვილი, დემეტრაშვილი, კუხალეიშვილი

დინამოს დუბლები: ისიანი, ჭიღვარია (გალდავაძე 55’), თევზაძე, შენგელია (ნემსაძე 45’), გურეშიძე (მურუსიძე 61’), კახნიაშვილი, კვარაცხელია (სადღობელაშვილი 76’), მარაქველიძე (კვერნაძე 55’), არჩილ მესხი, ცოტნე მესხი (ვეკუა 45’), როსტიაშვილი (კობახიძე 64’)

FCDinamo.GE

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

იტალიელი ჟურნალისტი რომელუ ლუკაკუზე ნათქვამის გამო სამსახურიდან გაათავისუფლეს

მილანის “ინტერის” თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ სერია A-ში გადაბარგების შემდეგ ყურადღების ცენტრში რამდენჯერმე მოხვდა, რისი მიზეზიც […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ემოციური კადრები – რონალდუს რეაქცია, როცა მამის აქამდე უცნობი კადრები ნახა (ვიდეო)

ბრიტანული ტელევიზია ITV-ის ჟურნალისტმა პირს მორგანმა კრიშტიანო რონალდუს ინტერვიუ ჩამოართვა. ჟურნალისტი ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელს პირ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გვარდიოლა: “სტერლინგს შეუძლია, მესისა და რონალდუს დონეზე ასვლა”

“მანჩესტერ სიტის” მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა “ქალაქელთა” ერთ-ერთი ლიდერის, რაჰიმ სტერლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “ვაისის მიმართ დიდი ინტერესია”

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი გადაცემაში “სპორტი იმედზე” იყო მიწვეული და საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის, [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

პაკო ალკასერი: “ბარსელონაში” ძალიან ცუდად მექცეოდნენ”

დორტმუნდის “ბორუსიას” ესპანელმა თავდამსხმელმა, პაკო ალკასერმა, “ბარსელონასთან” გასამართ საჩემპიონთალიგო მატჩამდე პრესასთან ისა...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი აბურჯანიამ “ტვენტეში” პირველი გოლი შეაგდო (ვიდეო)

საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა, გიორგი აბურჯანიამ ჰოლანდიურ “ტვენტეში” სადებიუტო გოლი გაიტანა. “ფორტუნა სიტარდის”...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ იცვამს იურგენ კლოპი კლასიკურად მატჩისთვის?

მერსესაიდული “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, რომელიც ქარიზმატული ხასიათითაა გამორჩეული, განმარტავს თუ რატომ არ იცვამს [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვიქტორ ვალდესმა “ბარსელონას” 19-წლამდე გუნდში სამწვრთნელო დებიუტი გაძევებით და

კატალონიის “ბარსელონას” ყოფილ მეკარეს, ვიქტორ ვალდესს კატალონიელთა 19-წლამდე გუნდის მწვრთნელის რანგში შინაურ კედლებში დებიუტი ჰქონდა. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

მატეო გენდუზის დამცინავი ჟესტი და “უოტფორდის” ოფიციალური გვერდის პასუხი (ფოტო)

15 სექტემბერს, ინგლისის პრემიერ ლიგის მე-5 ტურში “უოტფორდმა” საკუთარ მოედანზე “არსენალი” მიიღო და ფრედ 2:2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან კობიაშვილი: “სანამ ეს ადამიანი “ტორპედოს” ფლობდა, მანამდე შეუძლებე

ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა ქუთაისის “ტორპედოს” ფინანსური პრობლემების შესახებ გადაცემაში “სპორტი იმედზე̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვალვერდე: “რასაც ფატი აკეთებს, ნორმალური არ არის”

კატალონიის “ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ გუნდის ახალგაზრდა ფეხბურთელი, ანსუ ფატი შეაქო. როგორც იცით, გუშინ […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანსუ ფატის რეკორდი ლა ლიგაში

14 სექტემბერს, ლა ლიგის მე-4 ტურში “ბარსელონამ” საკუთარ მოედანზე “ვალენსია” მიიღო და მეტოქე 5:2 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დინამო ბათუმმა” ზედიზედ მე-5 მოიგო, გორი რუსთავს დაუზავ

ეროვნული ლიგის 27-ე ტურის მე-2 დღე უშუალო კონკურენტების, გორის “დილასა” და რუსთავის “რუსთავს” შორის მატჩით […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბუდუ ზივზივაძის დუბლი უნგრეთის ჩემპიონატში (ვიდეო)

უნგრეთის ჩემპიონატის მე-5 ტურში ბუდუ ზივზივაძის “მეზოკოვეშდი” “კიშვარდას” ეწვია და ზივზიძის დუბლით იმარჯვა. ბუდუმ ანგარიში [&h...
წაკითხვა