“ვიტ ჯორჯიამ” მოიგო, “ტორპედომ” წააგო, “ლოკომოტივმა” და “სიონმა” – ფრე
თურქულ შეკრებაზე მყოფი ქართული გუნდები ნელ-ნელა საქართველოსკენ მოიწევენ და ბოლო შეხვედრებს მართავენ.
ქუთაისის “ტორპედომ” მე-6 მატჩში 1-2 წააგო კიევის “არსენალთან”. ერთადერთი გოლი 90-ე წუთზე პენალტით რიჩარდ ლუკამ შეაგდო. “ტორპედო” საქართველოში გამოფრინდება და სუპერთასისთვის მომზადებას ქუთაისში გააგრძელებს. ქუთათურებმა 3 თამაში მოიგეს, 1 ფრედ დაასრულეს და 2 წააგეს.
თბილისის “ლოკომოტივი” ესპანეთში ვარჯიშობს და ჩინეთის მე-2 ლიგის “ჩენგდუ ბეთერ სიტისთან” 1-1 ითამაშა. “ლოკოს” ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდს მრავალი მომენტი ჰქონდა, თუმცა მხოლოდ 1 გამოიყენა, მე-18 წუთზე ირაკლი სიხარულიძემ მორიგი გოლი გაიტანა. 2 დღეში “ლოკომოტივი” “უფას” დაუპირისპირდება.
ბოლნისის “სიონმა” დანიურ “ჰელსინგორთან” 3-3 გააგორა. გოლები ისიანის, მაქაცარიას და კირკიტაძის ანგარიშებზეა.
გამარჯვების მოპოვება მხოლოდ “ვიტ ჯორჯიამ” შეძლო, რომელმაც ყაზახური “კაისერი” 3-2 დაამარცხა. “ვიტ ჯორჯია” საკმაოდ კარგ ფორმაში იმყოფება და ეროვნულ ლიგაში სიუპრიზების მოწყობას ეცდება.