“ვიტ ჯორჯიას” ფეხბურთელებმა “სარაევოსთან” იჩხუბეს (ვიდეო)

თარიღი: თებერვალი 10, 2019

თურქულ შეკრებაზე მყოფი “ვიტ ჯორჯიას” სპარინგ პარტნიორები აშკარად ვერ გამოირჩევიან მოედანზე მშვიდობიანობითა და დიდი ჰუმანურობით.

“ვიტ ჯორჯიას” 2 დღის წინ პოლონური “რაკოვთან” მოუვიდა ჩხუბი, დღეს კი ბოსნიურ “სარაევოსთან” მოუვიდათ კონფლიქტი.

იხილეთ ვიდეო

“ვეტერინარების” ოფიციალური ვებ-გვერდი:”თურქულ შეკრებაზე მყოფმა ვიტ ჯორჯიამ კიდევ ერთი საკონტროლო შეხვედრა გამართა. ჩვენი გუნდი ამჯერად ბოსნიურ სარაევოს დაუპირისპირდა. თამაში ვადაზე ადრე, ფრედ – 2:2 დასრულდა.

ბოსნიელებმა მატჩი თავიდანვე აგრესიულად დაიწყეს და შეხვედრის მეთექვსმეტე წუთზე უკრაინელი არბიტრი იძულებული შეიქმნა თამაშის წესების უხეში დარღვევის გამო მოედნიდან ჯაჰიჩი გაეძევებინა. მიუხედავად მეტოქის ზღვარს გადასული ქმედებისა, ვიტ ჯორჯიელებმა გამოიჩინეს კეთილი ნება და მეტოქე გუნდს გაძევებული მოთამაშის სხვა ფეხბურთელით ჩანაცვლების საშუალება მისცეს. აქვე უნდა ითქვას, რომ მსაჯს თამაშის სადავეები თავიდანვე გაექცა, რაზეც მოგვიანებით გავამახვილებთ ყურადღებას…

წითელ ბარათს ვიტ ჯორჯიელთა გოლი უძღვოდა, მეთერთმეტე წუთზე სარაევოს კარში გოლი ზურაბ მუსელიანმა გაიტანა – 1:0. პირველი ნახევარი ასეც დასრულდა.

მეორე ტაიმის სტარტზე მოწინააღმდეგე გუნდმა ანგარიშის გათანაბრება მოახერხა, 47-ე წუთზე გოლი შიშიჩმა გაიტანა – 1:1. ვიტ ჯორჯიელებმა საკუთარ კარში კიდევ ერთი გოლი 51-ე წუთზე მიიღეს, გატანილი ბურთი პირად აქტივში შოფრანაჩმა მიითვალა – 1:2. ვეტერინარებმა ანგარიშში წონასწორობა 75-ე წუთზე აღადგინეს, პაატა ღუდუშაურმა ფენომენალურად ითამაშა, რამდენიმე ფეხბურთელი მოატყუა, თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა და პენალტი გოლადაც აქცია – 2:2.

გაშვებული გოლის შემდეგ სარაევოს ფეხბურთელებმა უხეშობას უმატეს, ამას თან დაერთო მსაჯის გულგრილი დამოკიდებულება და ტრიბუნაზე მჯდომი სარაევოს ფეხბურთელების ნაწილის ირონიული და პროვოკაციული შეძახილები და ქმედებები, შედეგად 83-ე წუთზე შეხვედრა ხელჩართულ ორთაბრძოლაში გადაიზარდა, არბიტრმა კი თამაშის დასრულების გადაწყვეტილება მიიღო. საფინალო რეზულტატი – 2:2 დაფიქსირდა.”

ვიტ ჯორჯია 2:2 სარაევო

გოლები: 1:0 მუსელიანი (10′) 1:1 შიშიჩი (47′) 1:2 შოფრანაჩი (51′) 2:2 ღუდუშაური (პენ. 75′)

ვიტ ჯორჯია: ქავთარაძე, გაფრინდაშვილი (ლაცაბიძე 65′), გეთიაშვილი (ჩაკვეტაძე 65′), ვაზაგაშვილი (ვასაძე 65′), კურდღელაშვილი (ღუდუშაური 55′), ზარიძე (მოსიაშვილი 55′), მუსელიანი (მუჯირი 65′), კიკნაველიძე (საჯაია 65′), ქისიევი (ჩიტიშვილი 46′), მაისურაძე (კიკნაველიძე 46′), სეხნიაშვილი

სარაევო: ჯაფიჩი, შოფრანაჩი, დუპოვაჩი, შაბანოვიჩი, ბეკიჩი, მუსტაფიჩი, კურდიჩი, ჯაჰიჩი, შიშიჩი, ჰალილოვიჩი, ჰანჯიჩი

შეცვლაზე შევიდნენ: რესიჩი, კაპიჩი, სალჩინი, ჯოკანოვიჩი, კრუზი

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“დინამო თბილისი” რუმინეთის უიმედო აუტსაიდერთან დამარცხდა

თბილისის “დინამომ” თურქეთში პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და რუმინეთის უმაღლესი ლიგის ბოლო ადგილოსთან, “ვოლუნტართან” 1-3 [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამგურალი” და “დინამო ბათუმი” – გუნდები საუკეთესო ტრანსფერე

ეროვნული ლიგიდან ფეხბურთელების დიდი უმრავლესობა უცხოეთში გაედინება და ყახახეთში, ლატვიაში ან უკრაინაში მიდიან. საოცრად დასუსტდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დღის მთავარი სატრანსფერო ამბები – 18 იანვარი

“ბენფიკას” მაკარიძე სურს უკვე დიდი ხანია იწერება იმის შესახებ, რომ პორტუგალიის ჩემპიონატის წამყვან კლუბებს გიორგი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ჰოლანდის ახალი მეგობარი გოგონა” – დორტმუნდის “ბორუსიას” პოს

18 იანვარს დორტმუნდის “ბორუსიაში” ერლინგ ჰოლანდის დებიუტი შედგა. 19 წლის თავდამსხმელი “აუგსბურგთან” მატჩში მოედანზე 56-ე [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაზემიროს დუბლით “რეალმა” “სევილია” დაამარცხა (ვიდეო)

ლა ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი შაბათს, 20 იანვარს “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა. ესპანეთის სუპერთასის მოგების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰოლანდს სადებიუტო გოლის გასატანად მხოლოდ სამი წუთი დასჭირდა (ვიდეო)

ამ წუთებში მიმდინარეობს ბუნდესლიგის მე-18 ტურის შეხვედრა “აუგსბურგსა” და დორტმუნდის “ბორუსიას” შორის. აღსანიშნავია, რომ ამ [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიეჩი: “ფეხბურთი დიდი თოჯინების შოუა, რომელიც უარესი ხდება”

ამსტერდამის “აიაქსის” ერთ-ერთი ლიდერი ჰაკიმ ზიეჩი პრესასთან საუბრისას ძალიან საინტერესო თემას შეეხო და აღნიშნა, რომ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოურინიომ ერიქსენის საქმესთან დაკავშირებით კონტეს წაკბინა

ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ, პრესასთან საუბრისას ანტონიო კონტეს უკბინა, რომელმაც საჯაროდ ისაუბრა კრისტიან [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სპორტინგის” მწვრთნელი: “ბრუნო პრემიერ ლიგაში თამაშს იმსახურებს”

“სპორტინგის” მთავარმა მწვრთნელმა, სილასმა, მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ბრუნო ფერნანდესზე ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ 25 წლის ნახევარმცველის...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსი” დიბალას ახალ კონტრაქტს სთავაზობს

ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელებმა პაულოდ დიბალასთვის ახალი კონტრაქტის შეთავაზება გადაწყვიტეს. ეს ყოველივე ევროპული გრანდების მიერ დიბალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველო უეფა-ს ფეარ პლეის ჯილდოს მფლობელი გახდა

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, წლის ერთ-ერთ მთავარ ნომინაციაში სპეციალური პრიზი გადასცა. ფეარ პლეის შედეგების გათვალისწინებით, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

აგუერო “კრისტალ პალასთან” სპეციალური ბუცებით ითამაშებს (ფოტო)

18 იანვარს “მანჩესტერ სიტი” საკუთარ მოედანზე “კრისტალ პალასს” დაუპირიპირდება. ამ მატჩში სერხიო აგუერო “პუმას” მიერ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დინამოში” გვინეელი შემტევი და მონტენეგროელი მცველები ისინჯებიან

თბილისის “დინამო” თურქეთში 2-კვირიან შეკრებაზე იმყოფება და დღეს რუმინულ “ვოლუნტართან” გამართავს პირველ შეხვედრას. გუნდს სინჯებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან შენგელიამ 92-ე წუთზე გატანილი გოლით “ქონიასპორს” მოაგებინა (ვიდეო)

17 იანვარს, თურქეთის ჩემპიონატის მე-18 ტურში ლევან შენგელიას “ქონიასპორი” სტუმრად “ანკარაგიუჯუს” დაუპირისპირდა და 0:1 გაიმარჯვ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოფიციალურად: ეშლი იანგი მილანის “ინტერის” ფეხბურთელია

მილანის “ინტერის” ოფიციალური ვებ-გვერდი ადასტურებს ინფორმაციას ეშლი იანგის ტრანსფერის შესახებ. როგორც ცნობილი ხდება, “მანჩესტერ იუნა...
წაკითხვა