“ვიტ ჯორჯიას” შეხვედრა “რაკოვთან” ჩხუბის გამო შეწყდა

თარიღი: თებერვალი 10, 2019

თურქულ შეკრებაზე მყოფმა “ვიტ ჯორჯიამ” პირველი საკონტროლო შეხვედრა გამართა. “ვეტერინარებმა” სიდეში, სასტუმრო Starlight-ის საფეხბურთო მოედანზე პოლონეთის პირველი ლიგის ზამთრის ჩემპიონის, “რაკოვის “წინააღმდეგ ითამაშეს და ანგარიშით 1:2 დამარცხდნენ.

თამაშში პირველი სახიფათო მომენტი პოლონელებმა შექმნეს, მეცხრე წუთზე კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს თავი მეტოქის ცხრიანმა წაკრა და კარს მცირედით ააცილა. ვიტ ჯორჯიელებმა თამაშის 26-ე წუთზე კუთხური გაითამაშეს, დამასრულებელ ფაზაში კარში კახაბერ კაკაშვილმა დაარტყა და ბურთი კიპერმა კვლავ კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის უკანასკნელ წუთზე პოლონური კლუბი მცველმა იხსნა, რომელმაც ალეკო ჩაკვეტაძის მიერ დარტყმული ბურთი საკუთარი კარის ხაზიდან გამოიტანა. პირველი ნახევარი ფრედ, გატანილი გოლების გარეშე – 0:0 დასრულდა.

მეორე ნახევრის სტარტზე ცვლილებები ორივე გუნდში განხორციელდა. ტაიმის დებიუტში, 49-ე წუთზე “რაკოვი” დაწინაურდა, გოლი სადაო ეპიზოდის შემდეგ მატეუშ ზახარამ გაიტანა – 0:1. შეხვედრის 68-ე წუთზე საჯარიმოს სიახლოვეს დანიშნული სტანდარტიდან მეტოქე გუნდის ფეხბურთელმა ბურთი კართან ახლოს დაკიდა, მაღალ ბურთზე თავით ითამაშა ტომაშ პეტრაშეკმა და ანგარიშში სხვაობა გაიზარდა – 0:2. “ვეტერინარებმა” შეხვედრის 77-ე წუთზე ანგარიშში სხვაობის შემცირება მოახერხეს. საჯარიმო დარტყმით გოლი ნოდარ კიკნაველიძემ გაიტანა – 1:2. გატანილი გოლის შემდეგ ვიტ ჯორჯიელებს ანგარიშის გათანაბრებაც შეეძლოთ, 85-ე წუთზე ზურაბ მუსელიანის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, ასევე მეკარემ გადაარჩინა პოლონელთა კარი ვანო კურდღელაშვილის დარტყმის შემდეგ. თამაშის სცენარი ბოლო წუთებში ისე განვითარდა, რომ პოლონელთა კარში გოლი აუცილებლად გავიდოდა, თუმცა… მეტოქე გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში განსაკუთრებული უხეშობით გამოირჩეოდა, რაც თამაშზეც აისახა და მატჩის მიწურულს პოლონელი ფეხბურთელის ზღვარგადასულ ქმედებას მცირედი კონფლიქტიც მოჰყვა, მსაჯმა შეხვედრა ვადაზე ადრე, 88-ე წუთზე დაასრულა.

ვიტ ჯორჯია 1:2 რაკოვი

გოლები: 0:1 ზახარა (49′), 0:2 პეტრაშეკი (68′), 1:2 კიკნაველიძე (77′)

ვიტ ჯორჯია: შეროზია (ისერგიშვილი 65′), ლაცაბიძე (კიკნაველიძე 59′), გეთიაშვილი (სეხნიაშვილი 46′), ჩაკვეტაძე, მოსიაშვილი (მაისურაძე 65′), ღუდუშაური (მუსელიანი 65′), ღირდალაძე (კურდღელაშვილი 65′), ვასაძე (ზარიძე 65′), ჩიტიშვილი, საჯაია (გაფრინდაშვილი 65′), კაკაშვილი (ვაზაგაშვილი 65′)

რაკოვი: გლივა, ნოიშევსკი (პეტრაშეკი 46′), გორა (ნიევულისი 46′), ფიგელი (საპალა 46′), კასპერკიევიჩი (კოშიელნი 46′), ლისტოვსკი (შვარცი 46′), აპოლინარსკი (ბარტლი 46′), შჩეპინსკი (დომანსკი 12′) (მუსოლიკი 67′) (ეზე 78′), მოსოლიკი (ზახარა 46′), მალინოვსკი (ვრობლევსკი 46′), კუნი (მონდეკი 46′)

ვიტ ჯორჯია თურქულ შეკრებაზე მომდევნო შეხვედრას 9 თებერვალს გამართავს. მეტოქე ბოსნიური სარაევო იქნება, რომელმაც ქვეყნის უმაღლესი ლიგის პირველი ეტაპი პირველ პოზიციაზე დაასრულა.

witgeorgia.ge

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“სიტიმ” “შალკე” დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე გელზენკირხენის “შალკესა” და “მანჩესტერ სიტის” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “აუფშალკეზე” [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ატლეტიკომ” “იუვენტუსი” ორბურთიანი სხვაობით დაამარცხა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე მადრიდის “ატლეტიკოსა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “ვანდა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დიეგო სიმეონეს უხამსი ჟესტი “იუვენტუსთან” მატჩში (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის მატჩში მადრიდის “ატლეტიკოს” მთავარმა მწვრთნელმა, დიეგო სიმეონემ, უხამსი ჟესტი გამოიყენა, რის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

FIFA 19-ის კვირის გუნდში პიონტეკი, ბალოტელი და ობლაკი მოხვდნენ (ფოტო)

EA Sports-მა 23-ე კვირის საუკეთესო ფეხბურთელებისგან შემდგარი გუნდი შეადგინა, რომელთა შორისაც იან ობლაკი, მარიო ბალოტელი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანო რონალდუ და ბავშვი “ატლეტიკოსთან” მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში, “ატლეტიკოსა” და “იუვენტუსს” შორის მიმდინარე მატჩის დაწყებამდე კამერებმა კრიშტიანო რონალდუ და ბავ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯორჯო კიელინიმ მსოფლიოს საუკეთესო მცველი დაასახელა

ტურინის “იუვენტუსის” მცველმა ჯორჯო კიელინიმ საკუთარ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელებიდან საუკეთესოდ მადრიდის “რეალის” ცენტრბექი ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჩეხმა “არსენალის” ქალთა გუნდი სავახშმოდ ძვირადღირებულ რესტორანში დაპატიჟა

პეტრ ჩეხმა, რომელსაც საფეხბურთო სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე თავაზიანი ჯენტლმენის სახელი აქვს მოხვეჭილი, ლონდონის “არსენალის” ქალთა […...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯორჯო კიელინი: “სერხიო რამოსი მსოფლიოს საუკეთესო მცველია”

ტურინის “იუვენტუსის” იტალიელმა მცველმა, ჯორჯო კიელინიმ, მადრიდის “ატლეტიკოსთან” გასამართ მატჩამდე სერხიო რამოსზე სასაუბროდაც მ...
წაკითხვა
ფეხბურთი

თემურ შონიას უძლიერესი გასროლა “უფას” კარში (ვიდეო)

ესპანურ შეკრებაზე მყოფმა “ლოკომოტივმა” რუსული პრემიერ ლიგის “უფა” 0-1 დაამარცხა. ერთადერთი გოლის ავტორი თემურ შონია […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მესი ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტოპათეულში შევიდა

“ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი უეფას ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული მატჩების რაოდენობით ტოპათეულში მოხვდა. არგენტინელი ფეხბურთელი 130 [&hell...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპი: “ეს საოცნებო შედეგი არ არის”

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა “ბაიერნთან” გამართული მატჩის (0:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. “უკეთესად თ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნაბი კეიტა ალკანტარასა და გნაბრის წინააღდმეგ (ვიდეო)

19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “ლივერპული” საკუთარ მოედანზე “ბაიერნს” დაუპირისპირდა და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” ფეხბურთელები “ლიონთან” მატჩის დაწყებამდე (ვიდეო)

19 თებერვალს, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველ მატჩში “ლიონი” საკუთარ მოედანზე “ბარსელონას” დაუპირისპირდა და ფრედ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ლივერპული” და “ბაიერნი” უგოლოდ დაზავდნენ (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლივერპულსა” და მიუნხენის “ბაიერნს” შორის პირველი მატჩი გაიმართა. “ენფილდზე” ჩატარებული […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონა” “ლიონს” უგოლოდ ეთამაშა (ვიდეო)

უეფას ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “ლიონსა” და “ბარსელონას” შორის პირველი მატჩი გაიმართა. საფრანგეთში ჩატარებულმა შეხვედრამ […]...
წაკითხვა