“ვიტესმა” კაშიას გარეშე ვერ მოიგო
ჰოლანდიის ჩემპიონატის 26-ე ტურში არნემის “ვიტესი” ალმელოს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ “ჰერაკლესს” დაუზავდა. სტუმრები ტრაორეს მიერ 21-ე წუთზე გატანილი გოლით იგებდნენ, თუმცა სასურველი ანგარიშის შენარჩუნება 94-ე წუთზე გაშვებული გოლის გამო ვერ შეძლეს.
“ვიტესის” შემადგენლობაში არ უთამაშია გუნდის კაპიტან გურამ კაშიას, რომელიც შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო ტოვებდა. ვაკო ყაზაიშვილი კი ძირითადში იყო და 70 წუთი ითამაშა.
26 შეხვედრაში მოპოვებული 41 ქულით არნემის “ვიტესი” მე-6 პოზიციაზე იმყოფება.