ვითა ბეშიქთაშთან შერცხვა
ვითა – ბეშიქთაში 53:104
(14:24; 7:21; 16:33; 16:26)
ვითა ვითიბი ლიგის მატჩებისთვის ემზადება, თუმცა ბეშიქთაშთან ამხანაგური მატჩით თუ ვიმსჯელებთ, ალბათ რაიმე სერიოზულ მიზნებზე პრეტენზია არ ექნება.
თურქულმა კლუბმა პირწმინდად დაჩაგრა ქართული. ფარი 43:26 მოუგო, პასებში 30:9 აჯობა. ვითან 25–დან 6 სამქულიანი ჩააგდო, ხოლო ბეშიქთაშმა 29–დან 16 მოახვედრა ზუსტად კალათში. 63% ჰქონდა თურქულ კლუბს ორქულიანების მაჩვენებელი, მაშინ როდესაც ჩვენების მხოლოდ 36%–ს უტოლდებოდა.
ვითადან ორი ლეგიონერია გამოსარჩევი – რლსტონ ტერნერი (18 ქულა) და ტიერია ანრი (9 ქულა). თუმცა, ანრის მაჩვენებელი ძალიან დაბალია, ერთადერთი რაც შეიძლება მასზე ითქვას, თამამად შეუძლია თავის თავზე თამაშის არება, მაგრამ ბეშიქთაშთან ეს ნაკლებად გამოუვიდა. არ წაუვიდა სამქულიანი სროლები არც ტერნერს, რომელმაც 9–დან ორჯერ მოახვედრა მიზანში.
დარიუს კარტერი და კონსტანტინ ანიკიინკო არაფრით არ იყვნენ გამორჩეულები, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ქართველები. ჩვენებიდან მეტნაკლებად მიხეილ ბერიშვილმა და მერაბ ბოქოლიშვილმა დაგვამახსოვრეს თავი.
თუქრული კლუბი უფრო შეკრული და გუნდური იყო, რაზეც 30 პასი მეტყველებს. პლუს 7 კალათბურთელი ასცდა 10–ქულიან ზღვარს.