„ვითა“ კრასნოდარში 50 ქულით განადგურდა
ვითიბი გაერთიანებული საკალათუბრთო ლიგის რეგულარული ჩემპიონატის მორიგ ტურში თბილისის „ვითა“ ყუბანის „ლოკომოტივს“ ეწვია და ანგარიშით 121:71 განადგურდა.
პირველი მეოთხედის შემდეგ „ლოკომოტივი“ 7 ქულით – 32:25 იგებდა. მეორე მეოთხედში „რკინიგზელთა“ უპირატესობა 17 ქულამდე გაიზარდა. მესამე ათწუთიან პერიოდში კი „ვითა“ 28 ქულით განადგურდა. ბოლო ათ წუთში მასპინძლებმა სხვაობა 50 ქულამდე მიიყვანეს.
„ვითას“ მხრიდან ყველაზე მეტი – 13 ქულა ერთდროულად სამმა მოთამაშემ ანდრე ჯონსმა, დანიელ ბეჟარანომ და ომარ ტომასმა დააგროვა, თუმცა ჯონსმა ამასთანავე 3 ასისტიც მიითვალა.
შემდეგი მატჩი ქართლ კლუბს კვლავ გასვლაზე, ამჯერად ყაზანის „უნიკსთან“ ელის.
„ლოკომოტივი ყუბანი“ – „ვითა“ – 121:71 (32:25, 24:14, 41:13, 24:19)