„ვითამ“ ამჯერად 30 ქულით წააგო
თბილისის „ვითამ“ სპორტის სასახლეში დღეს ვითიბი ლიგის მეათე ტურის მატჩი ჩაატარა, რომელშიც რიგის ვეფ-ს უმასპინძლა. პაველ გოოგეს გუნდმა ტრადიციას არც დღესაც უღალატა და 30 ქულით 69:99 წააგო.
აქამდე გაირკვა, რომ „ვითამ“ ცსკა-ს ახალგაზრდა უკანახაზელი ვლადისლავ სტარატელევი დაიმატა. ჯამში, დღევანდელ შეხვედრაში თბილისელთა განაცხადში 9 კალათბურთელი იყო, რაც თამაშზეც აისახა.
სათქმელია, რომ პირველი მეოთხედი „ვითამ“ ძალიან კარგად დაიწყო და ათი ქულითაც იგებდა, თუმცა პირველი აითწუთიანი მონაკვეთს ბოლოს სტუმრებმა სხვაპობა სამ ქულამდე შეამცირეს და მეოთხედი ანგარიშით 18:21 წააგეს. მეორე მეოთხედში სტუმრებმა საბოლოოდ უპირატესობა მოიპოვეს და დიდი მეოთხედის წინ უკვე ათი ქულით – 49:39 იგებდნენ. ამ დროს „ვითას რიგებში 14-14 ქულით საუკეთესოები ჰენრი და ანიკიენკო იყო. სათქმელია, რომ ამ უკანასკვნელს დაღილობა ჯერ კიდევ პირველ მეოთხედში დაეტყო, თუმცა გოოგემ ის არ შეცვალა, რაც განაცხადში კალათბურთელთა ნაკლებობით შეგვიძლია ავხსნათ.
მესამე მეოთხედში ლატვიელებმა უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდეს და ანგარიშით 70:51 იგებდნენ. ბოლო მეოთხედში „ვითამ“ არა თუ ანგარიშის სხვაობის შემცირება ვერ შეძლო, არამედ უფრო მეტი ქულაც მიიღო. საბოლოოდ, ვეფ-ს ას ქულიან ბარიერამდე მხოლოდ ერთი ქულა დააკლდა და 30 ქულით გაიამრჯვა.
მიუხედავად მძიმე თამაშისა, „ვითას“ რიგებში საუკეთესო მაინც ანიკიენკო იყო, რომლის მონაგარმა 22 ქულა შეადგინა.
იხილეთ მატჩის სრული სტატისტიკა
შემდეგ მატჩს „ვითა“ ხუთ დეკემბერს, სტუმრად, მინსკის „ცმოკთან“ გამართავს.