„ვითამ“ „ზენიტს“ წინააღმდეგობა გაუწია, თუმცა 6 ქულით დამარცხდა
ვითიბი გაერთიანებული საკალათბურთო ლიგის მორიგ ტურში „ვითამ“ თბილისის ახალ სპორტის სასახლეში ტურნირის ერთ-ერთი ლიდერი სანქტ-პეტერბუღგის ზენიტი მიიღო.
პირველი მეოთხედი სტუმართა 11-ქულიანი უპირატესობით დასრულდა (17:28). ,ეორე ათწუთიან პერიოდში კი თბილისელებმა მეტოქეს სიურპრიზი შესთავაზეს და ანგარიშის გათანაბრებაც მოახერხეს (43:43). ბოლო 30 წამში „ვითას“ დაწინაურებაც შეეძლო, თუმცა სტუმრებმა შეტევა მოიგერიეს. დიდი წინ „ვითა“ მხოლოდ ერთი ქულით აგებდა (46:47)
სათქმელია, რომ ამ პერიოდში ” ვითას” მხრიდან გამორჩეულმა დანიელ ბეჟარანომ 4 სამქულიანი ჩააგდო. ჯამში მისმა მონაგარმა 14 ქულა შეადგინა
მესამე მეოთხედი მაიზერ რევაზაშვილისა და ბეჟარანოს სამქულიანებით დაიწყო. „ვითა“ მეტოქეს კვლავ დიდ წინააღმდეგობას უწევდა, თუმცა დაწინაურება ვერ შეძლო, რაც ოთხ გამოუყენებელ სასროლ ჯარიმას შეგვიძლია დავაბრალოთ. ბოლო მეოთხედის წინ ქართული კლუბი კვლავ ერთი ქულით აგებდა (64:65)
ბოლო მეოთხედის სტარტზე „ვითამ“ ანგარიში გაათანაბრა (69:69), მაგრამ შემშგომი ეპიზოდები ვერ გპოყენა და „ზენიტი“ 5 ქულით დაწინაირდა. დარჩენილ დროში ნიკოლაის მაიზურსის გუნდმა ანგარიში კიდევ ერთხელ გაათანაბრა, თუმცა წინ გასასვლელად და მატჩის მოესაგებად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა – „ზენიტმა“ 6 ქულით – 84:90 მოიგო.
„ვითადან“ 17 ქულით საუკეთესო დანიელ ბეჟარანო იყო, „ზენიტიდან“ კი 26 ქულა კასპარ ბერჟინსმა დააგროვა.
„ვითა“ – „ზენიტი“ (17:28, 29:19, 18:18 20:25)
მატჩის ფოტორეპორტაჟს ჩვენი ვებსაიტი მოგვიანებით შემოგთავაზებთ