„ვითაში“ გამოცდილი ამერიკელი კალათბურთელი ითამაშებს
თბილისის „ვითამ“ 33 წლის გამოცდილი ამერიკელი ფორვარდი ომარ თომასი დაიმატა.
თომასი ელ პასოში მდებარე ტეხასის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. მისთვის მიმდინარე სეზონი პროფესიონალურ დონეზე მეთერთმეტეა.
თომასი საკმაოდ გამოცდილი კალათბურთელია. მიმდიანრე სეზონი ამერიკელმა მექსიკურ „როხოსში“ დაიწყო. 12 შეხვედრაში მისმა საშუალო მონაგარმა 13,4 ქულა, 7,8 მოხსნა, 1,3 პასი და 1,9 ჩაჭრა შეადგინა. გასულ სეზონში თმასმა იტალიის A2-ს კლუბ „ფერენტინოშ“ ითამაშა, რომელშიც 31 მატჩი ჩაატარა და მისმა საშუალო მონაგარმა 14,3 ქულა, 6,1 მოხსნა, 1,8 პასი და 1,3 ჩაჭრა შეადგინა. ამერიკელი გუნდის ქვეყნის თასის ფინალში გასვლაში დაეხმარა.
2013/14 წლების სეზონში კი ომარმა სერია ა-ს „ბანკო დი სარდინია სასარის“ შმეადგენლობაში გაატარა., ამ კლუბის მაისურით მან 39 მატჩში ითამაშა და მასთან ერთად თასში და ლიგის 1/2 გავიდა. გარდა ამისა, იმ სეზონშ მან ევროთასზეც ითამაშა.
სხვათაშორის, თმასს რუსულ კლუბში თამაშის გამოცდილებაც აქვს. 2012/13 წლების სეზონში ის რუსეთის ლიგის კლუბ „კრასნიე კრილიაში“ გამოდიოდა. მაშინ რუსული კლუბი სამ სხვადასხვა ტურნირზე გამოდიოდა. იმავე სეზონში ვითიბი-ს გაერთიანებულ ლიგაში „ვითას“ ახალწვეულმა 24 მატჩი ითამაშა და 1/4 ფინალამდე მივიდა. ჯამში, მისი მაშინდელი საშუალო მონაგარი 9,2 ქულასა და 3,6 მოხსნას შეადგენდა.
მანამდე ერთი წლით ადრე თომასი სერბულ „ცრვენა ზვეზდაში“ გამოდიოდა. მაშინ ის სერბული ლიგის წლის საუკეთესო ლეგიონერად დასახელდა. 12,2 ქულა, 5,2 მოხსნა, 1,3 პასი და 1,1 ჩაჭრა – ადრიატიკის ლიგის 14 შეხვედრაში მისი საშუალო მონაგარი ასეთი გამოდგა.
ზოგადად, ევროპაში მოღვაწეობა ამერიკელმა იტალიის სერია ა-ს კიდევ ერთ კლუბში „სკანდონე აველინოში“ დაიწყო. მისთვის 2010/11 წლების სეზონიც წარმატებული იყო, რამეთუ ლიგის საუკეთესო კალათბურთელად დასახელდა.
შეგახსენებთ, რომ „ვითა“ 2 კვირის წინ სხვა ამერიკელმა კალათბურთელმა, ახალაგზრდა პიერია ჰენრიმ დატოვა, რომელიც კარიერას გერმანიაში გააგრძელებს.