ვითიბი ბანკი ბორჯღალოსნების გენერალური სპონსორი გახდა
ვითიბი ბანკსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის შედგა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ბანკი, საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორი გახდა. ხელშეკრულება, რომელსაც 13 ივნისს მოეწერა ხელი ერთ წლიან პარტნიორულ ურთიერთობას ითვალისწინებს.
‘ბორჯღალოსნების’ გარდა, ვითიბი ბანკი საერთაშორისო ტურნირის ‘IRB თბილისის თასი 2014’ -ის სპონსორიც გახდა. ტურნირი 14-22 ივნისს ავჭალის სარაგბო სტადიონზე გაიმართება. წლევანდელ გათამაშებაში მონაწილეობენ, საქართველოს და ესპანეთის ნაკრებები, მზარდი იტალიის ნაკრები (A ნაკრები) და არგენტინელი იაგუარები (A ნაკრები).
IRB თბილისის თასი 2014 – რაგბის საერთაშორისო საბჭოს ეგიდით იმართება.
ვითიბი ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა
„სიამაყით გვსურს ავღნიშნოთ, რომ დღეიდან ჩვენი ქვეყნის ყველაზე წარმატებული ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორები გავხდით. საქართველოს რაგბის კავშირთან ერთად უკვე ვახორციელებთ პირველ პროექტს, კონკრეტულად ეს არის ‘IRB თბილისის თასი 2014’-ი, რომლის გენერალური სპონსორებიც ვართ. ამ ტურნირზეც და მომავალშიც წარმატებას ვუსურვებთ ჩვენს მორაგბეებს და დარწმუნებული ვართ, რომ ვითიბი ბანკის მხარდაჭერა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს რაგბის განვითარებას, წინსვლას და წარმატებას.“
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ განაცხადა
„ქართული სარაგბო თემის სახელით მინდა მადლობა გადავუხადო ვი თი ბი ბანკს, რომელთანაც ჩვენ მოვაწერეთ ხელი დიდ სასპონსორო ხელშეკრულებას, რომლის ნაწილს წარმოადგენს IRB თბილისის თასი 2014-ის გენერალური სპონსორობა. ეს შესანიშნავია მაგალითია ბიზნესისთვის და კერძო სექტორისათვის და ვსარგებლობთ შემთხვევით, რათა მოვუწოდოთ კერძო სექტორს მეტი ყურადღება გამოიჩინოს სპორტის და მათ შორის რაგბის მიმართ.“
ტურნირი 14, 18 და 22 ივნისს, ავჭალის სარაგბო სტადიონზე ჩტარდებაა. თითო სათამაშო დღეს ორ–ორი მატჩი გაიმართება, რომლებიც შესაბამისად 17:00 და 19:00 საათზე დაიწყება. ბილეთები უკვე გაყიდვაშია, თითო სათამაშო დღის ბილეთის ფასი 5 ლარს შეადგენს.
Rugby.Ge