ვიტო კოლელიშვილი: “კარგ თამაშს ვაჩვენებთ და თასსაც დავიბრუნებთ”

თარიღი: მარტი 16, 2018

2018 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალის წინ, რომელიც 18 მარტს ‘დინამო არენაზე’, 16 საათზე დაიწყება, ბორჯღალოსნებმა ‘შევარდენის’ სანაკრებო ბაზაზე ღია ვარჯიში გამართეს.

დაახლოებით 1-საათიანი ინტენსიური წვრთნის შემდეგ, ბორჯღალოსნებმა მომავალ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან ისაუბრეს.

შეტევის მწვრთნელმა რიჩარდ გრემმა რუსეთთან გამართული შეხვედრა შეაფასა და მომავალი მატჩის მოლოდინებზე ისაუბრა:

„რუსეთში ძალიან ცუდ პირობებში მოგვიწია თამაში – ქარი, წვიმა და შესაბამისად, პირველ ტაიმში ხარისხი უკეთესი ვერ გვექნებოდა. შესვენების შემდეგ ამ პირობებს შევეგუეთ და გასვლითი მატჩისთვის ძალიან კარგი შედეგი ვაჩვენეთ.

„მომავალი შეხვედრისთვის კარგად მოსამზადებლად, ძალიან კარგი 6-კვირიანი კამპანია გვქონდა. რუსეთიდან დაბრუნების შემდეგ ბიჭები რამდენიმე დღე დავასვენეთ და მომავალი შეხვედრისთვის დავიწყეთ ვარჯიში. კარგად გვესმის, რომ რუმინეთი ბონუს-ქულით მოსაგებად ჩამოდის, რათა რაგბი ევროპის ჩემპიონატი მოიგოს, თუმცა ჩვენ მათ კარგად მომზადებულები დავხვდებით“.

ბექა წიკლაური ამბობს, რომ მთელი რაგბი ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას, ბორჯღალოსნები რუმინეთთან მატჩზე ფიქრობდნენ და 18-ში თამაშის ხარისხი მაღალი იქნება:

„მეხუთე კვირაა ამ თამაშისთვის ვემზადებით. მართალია ამ პერიოდში 4 შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ გონებაში სულ რუმინეთი გვქონდა. მეტოქემ შარშან ბუქარესტში მოგვიგო და რევანშის ასაღებად ვემზადებით, ვფიქრობ, საუკეთესო ფორმაში ვართ და კვირას საუკეთესო თამაშს ვაჩვენებთ. არავის ვაკნინებ, თუმცა რუმინეთთან მოედანზე სხვა განწყობით გავალთ. მეტოქე კარგი გუნდია, მათთან მუდამ დაძაბული ბრძოლები გვაქვს და რაც უფრო ძლიერია მოწინააღმდეგე, ჩვენი განწყობაც მით უფრო მაღალია“.

გიორგი კვესელაძე ნაკრების შედარებით ახალი წევრია და რუმინელთა წინააღმდეგ პირველად ითამაშებს:

„მომავალ თამაშს მოტივირებულები ვხვდებით. წინა ოთხი თამაში ძალიან კარგად დავასრულეთ. შესაძლოა, ხარისხი ისეთი არ გამოვიდა, როგორსაც ვისურვებდით, მაგრამ რუმინეთთან, ფაქტობრივ ფინალზე ვეცდებით, რომ ხარისხიც ავწიოთ და გამარჯვებაც ვიზეიმოთ. სასიხარულოა, რუმინეთთან, გადამწყვეტ მატჩს სასტარტო შემადგენლობაში ვიწყებ და მაქვს იმედი, რომ მწვრთნელებისა და გულშემატკივრის მოლოდინს გავამართლებ“.

კარგი თამაშის მოლოდინშია და გულშემატკივარს სტადიონზე მისვლისკენ მოუწოდებს ვიტო კოლელიშვილი:

„კარგი ამინდები დაგვემთხვა, სახლში ვართ და შესანიშნავი განწყობა გვაქვს. შარშან „ანთიმოზ ივერიელის თასი“ რუმინეთში დარჩა, ის აუცილებლად დასაბრუნებელი გვაქვს და მოტივაციაც შესაბამისია. თამაში ‘დინამო არენაზეა’, იმედია კარგი ამინდი იქნება და ვთხოვ გულშემატკივარს, რომ ტრიბუნები ბოლომდე შეავსოს. ჩვენის მხრივ ვპირდებით, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და თასსაც დავიბრუნებთ.

რუმინეთს ძალიან ბევრი ნატურალიზირებული მოთამაშე ყავს. მართალია მათ ერთი თამაში დათმეს, მაგრამ ჩვენთან მაინც მოტივირებულები გამოვლენ, რადგან ჩვენთან გამარჯვებით „ანთიმოზ ივერიელის“ და რაგბი ევროპის ჩემპიონატის თასს შეინარჩუნებენ. ტრადიციულად, რთული თამაში იქნება და და ვინც უკეთ მოემზადება ის გაიმარჯვებს.“

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

პოლ სქოულზი – საუკეთესო მეტოქე, საუკეთესო სტადიონი, ინგლისის ნაკრები

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა A goal in One-ის პოდკასტში სხვადასხვა საინტერესო თემებზე ისაუბრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი ავტომობილით მივიდა მარკუს რეშფორდი ვარჯიშზე (ფოტო)

რამდენიმე დღის წინ, “მანჩესტერ იუნაიტედის” ვარჯიშზე მარკუს რეშფორდი თავისი ახალი ავტომობილით Mercedes-AMG G63-ით მივიდა. ბრიტანული [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯონ ტერი პრემიერ ლიგის ისტორიაში საუკეთესო ცენტრალური მცველია (Squawka)

საფეხბურთო ანალიტიკური პორტალი Squawka პრემიერ ლიგის ისტორიის საუკეთესო ცენტრალური მცველების რეიტინგს აქვეყნებს. სიის სათავეში ლონდონის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგის სეზონი 17 ივნისს განახლდება

ბრიტანეთში ფეხბურთის განახლებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს – პრემიერ ლიგის 2019/20 წლების სეზონი 17 ივნისს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რეიტინგი — რომელმა ფეხბურთელებმა ჩაატარეს ყველაზე კარგად ჩემპიონთა ლიგის ფინალები?

ავტორიტეტულმა სპორტულმა პორტალმა Squawka-მ ჩემპიონთა ლიგის ამ საუკუნის ფინალურ მატჩებში ცალკეულ ფეხბურთელთა ყველაზე შთამბეჭდავი თამაშები […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ტედი შერინგემი: “მანჩესტერ იუნაიტედმა” პოგბა უნდა გაუშვას”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილი თავდამსხმელი ტედი შერინგემი თვლის, რომ გუნდი პოლ პოგბას უნდა შეელიოს. “როდესაც ჩვენს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის განახლდება პრემიერლიგა? ახალი თარიღი ცნობილია

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე გათამაშების განახლება 12 ივნისს იყო დაგეგმილი, თუმცა ეს მოვლენა, სავარაუდოდ, გადაიდება. ამ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ალეგრის ტოპ-კლუბებისგან შემოთავაზებები აქვს

“მილანისა” და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილ თავკაც მასიმილიანო ალეგრის ერთწლიანი პაუზის შემდეგ სამწვრთნელო კარიერის განახლება სურ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“მან ცხვირი გამიტეხა” – რაიან გიგზმა კარიერის ყველაზე რთული მეტოქე დაასა

“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, რაინ გიგზმა განაცხადა, რომ მისი კარიერის ყველაზე რთული მეტოქე მილანის “ინტერის” ლეგენდარული [...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის კიდევ ორი შემთხვევა დაფიქსირდა

პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი 19, 21 და 22 მაისს ჩატარებული კორონავირუსის ტესტის შედეგებს ასაჯაროვებს. როგორც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანი სანჩოს: “მანჩესტერ იუნაიტედის” “ბორუსიაზე” წინ დაყენების მიზე

დორტმუნდის “ბორუსიას” ჰავბეკმა, ემრე ჯანმა, პრესაში ბოლო დროს ჯეიდონ სანჩოს ტრანსფერთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერ ლიგაში კორონავირუსის ექვსი შემთხვევა დადასტურდა

ინგლისის პრემიერ ლიგის ოფიციალური ვებ-გვერდი ჩემპიონატის მონაწილე კლუბებში ჩატარებულ კორონავირუსის ტესტირების შედეგებს აქვეყნებს. რამდენადაც ჩვენთვის ...
წაკითხვა
ფეხბურთი

პრემიერლიგის გუნდები ხვალიდან ვარჯიშს დაიწყებენ

დღეს ინგლისის პრემიერლიგის კლუბთა წარმომადგენლების ვიდეოკონფერენცია შედგა. კლუბებმა ერთხმად დაუჭირეს მხარი ვარჯიშის განახლებას. გუნდები მცირე [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის განახლდება მთავარი საფეხბურთო ტურნირები?

კორონავირუსული პანდემიის გამო სპორტული მოვლენები მთელი მსოფლიოს მასშტაბით შეჩერებულია, თუმცა ფეხბურთი ნელ-ნელა იწყებს ძალების მოკრებას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნანი: “ფერგიუსონმა მე და გიგზი გასახდელში მოგვკლა”

“მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ნანიმ 2010 წელს “ფულჰემის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრა გაიხსენა. როცა ანგარ...
წაკითხვა