ვიტსელი: “არ მიკვირს, რომ “რეალი” მარტინესით ინტერესდება”

თარიღი: ნოემბერი 9, 2018

მადრიდის “რეალი” ახალი მთავარი მწვრთნელის ძებნით რომაა დაკავებული, საიდუმლო არავისთვისაა. როგორც ჩანს, “ბლანკოსმა” ამჯერად ბელგიის საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელ რობერტო მარტინესს დაადგა თვალი.

“სულაც არ მიკვირს, ამ ყველაფრის შემდეგ მისი გადაბირებით “რეალის’ დონის კლუბი რომ არის დაინტერესებული. ბოლო წლებში მან ძალიან დიდი სამუშაო გასწია, განსაკუთრებით კი მსოფლიო ჩემპიონატზე.

რა თქმა უნდა, ერთმანეთს მწვრთნელზე სასაუბროდ არ ვურეკავთ, თუმცა ჩვენი გუნდი მომავალ კვირას შეიკრიბება. როგორც უკვე ვთქვი, ძალიან კარგად ვმუშაობთ და რობერტო მარტინესის წასვლა თითოეული ჩვენგანისთვის დიდი დანაკარგი იქნება,” – აცხადებს ვიტსელი.

მსგავსი სიახლეები