ვიტსელი ”ნაპოლის” უახლოვდება

თარიღი: ივლისი 12, 2016

ბელგიის ეროვნული ნაკრებისა და ”ზენიტის” ფეხბურთელი აქსელ ვიტსელი დიდი ალბათობით კარიერას ”ნაპოლიში” გააგრძელებს.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, რუსული კლუბი 27 წლის ნახევარმცველს ”ნაპოლიში” გადასვლაში ხელს არ შეუშლის. ცნობილია, რომ ნეაპოლელებმა ”ზენიტს” ფეხბურთელის სანაცვლოდ 22 მილიონი ევრო შესთავაზეს.

ცნობისთვის, გასულ სეზონში ვიტსელმა ”ზენიტის” მაისურით 41 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე 6 გოლი და 5 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები