“ვიცი, აფხაზეთისა და საქართველოს ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე შეხვდებიან” – ხვედელიანი ასტამურ ადლეიბამ მოატყუა?

თარიღი: დეკემბერი 9, 2020

რამდენიმე დღის წინ საფეხბურთო მენეჯერმა ირაკლი ხვედელიანმა სოციალურ ქსელში საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, მას შუამავლის მეშვეობით (Facebook-ზე სახელით “ერთიანი საქართველო”, რომელსაც გარეკანის ფოტოდ პოლიტიკური მოძრაობა “ქართული მარშის” ლოგო უდევს) დაუკავშირდა ოკუპირებული აფხაზეთიდან სოხუმის “დინამოს” პრეზიდენტი ასტამურ ადლეიბა და დახმარება სთხოვა, მათ თბილისის “დინამოსთან” ან რომელიმე მოწინავე ქართულ გუნდთან ეთამაშა.

ხვედელიანის განცხადებით, მან გაცვალა ადლეიბასთან პოზიციები და მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებოდა მატჩის ჩატარების იდეის მხარდამჭერას, თუ მის პირობებს შეასრულებდნენ.

გავრცელებულ ინფორმაციას მაშინვე გამოეხმაურა რეგიონლიგაში მოთამაშე კლუბის, “დინამო სოხუმის” მთავარი მწვრთნელი დავით თაქთაქიშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მსგავსი შეხვედრა ვერავითარ შემთხვევაში ვერ შედგება და ეს მატჩი საქართველოს ევროპული ფეხბურთის ორგანიზაციებთან დიდ პრობლემებს შეუქმნის.

“ნებისმიერი სეპარატისტული გუნდის თბილისში სტუმრობა, ფიფა-სგან და უეფა-სგან განხილული იქნება ჩვენს მიერ მათ ირიბ აღიარებად და მათგანაც შესაბამისი რეაქცია არ დაახანებს! ვერანაირი ე.წ. სოხუმის დინამო ვერ ითამაშებს ვერანაირ ამხანაგურ მატჩს, რადგან ბუნებაში ერთი სოხუმის “დინამო” არსებობს, რომელიც სადღეისოდ ფუნქციონირებს საქართველოს დედაქალაქში, ქალაქ თბილისში და არის სფფ-ს(ფიფა-ს, უეფა-ს) იურიდიული სუბიექტი!”, – წერია სოხუმის “დინამოს” საგანგებო განცხადებაში.

7 დეკემბერს ხვედელიანმა ადლეიბას საქციელს, ორმაგი თამაში უწოდა, რადგან მისი ინფორმაციით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოხუმის “დინამოს” სტადიონზე “მოძმე ხალხთა თასი” გაიმართება.

“დღეს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოღვაწე დინამო სოხუმის სტადიონზე გაიმართება “საერთაშორისო” საფეხბურთო ტურნირი, სახელწოდებით “მოძმე ხალხთა თასი” და აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული გაგრისა და გუდაუთის გუნდები, რუსეთის მეშვიდე სამხედრო ბაზის გუნდი – “პატრიოტი”, სეპარატისტული ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის გუნდი – “დონბას-უგოლი” და თავად სოხუმის დინამოც. აღნიშნული ტურნირი და ფაქტი მაფიქრებინებს იმას, რომ ბატონ ასტამურ ადლეიბას განზრახული ჰქონდა არა “შერიგების მატჩის”, არამედ “სეპარატისტული ამბიციების დასაკმაყოფილებელი” მატჩის გამართვა”, – ამბობს ხვედელიანი.

დღეს ასტამურ ადლეიბამ სოციალურ ქსელში სოხუმის “დინამოს” გვერდზე დაწერა, რომ 90-იან წლებში გამსახურდიას ნაციონალისტური იდეებით შეპყრობილებმა, უარი თქვეს სოხუმის “დინამოს” სახელზე და შექმნეს გუნდი – “ცხუმი”.

“დარწმუნებული ვარ, მოვა დრო, როდესაც აფზეთისა და საქართველოს ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე ერთმანეთს შეხვდებიან”, – წერს ადლეიბა, რომელიც სოხუმის მერის პოსტიდან კორუფციის გამო გაათავისუფლეს.

ამ ყველაფერს ხვედელიანი ასე გამოეხმაურა: “ის, რომ ბატონ ასტამურს პოლიტიკური სპეკულაციებისათვის სჭირდებოდა ეს თემები, ამ სქრინითაც დასტურდება! მეტ განმარტებას ვგონებ აღარ საჭიროებს!”.

თაქთაქიშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ადლეიბას განცხადებას და ახალი ტურნირის ინიციატივით გამოვიდა, სადაც მონაწილეობას 7 ქართული გუნდი მიიღებს.

” მე მინდა ჩემი ინიციატივა გაგაცნოთ ეს ჩემი პირადი მოსაზრებაა , საქართველოში დღეს-დღეისობით აფხაზეთიდან დევნილი , “დინამო” სოხუმი ( რეგიონ ლიგა),”კოლხი” გულრიფში(რეგიონ ლიგა), “გაგრა” გაგრა “(ეროვნული ლიგა -2 , “ცხუმი”სოხუმი ( რეგიონ ლიგა) , “აფხაზეთი” სოხუმი (მოყვარულთა ლიგა). ეს ხუთი გუნდია რომლიც მონაწილეობს სხვდასხვა ჩემპიონატებში ხოლო სამაჩაბლოდან მხოლოდ ორი გუნდია , “ლიახვი” აჩაბეთი(რეგიონ ლიგა) და “ლიახვი” ცხინვალი(რეგიონ ლიგა) . როგორც ხედავთ ჯამში 7 საფეხბურთო კლუბი გამოვიდა რომლებიც ძირითადად რეგიონ ლიგაში მონაწილეობენ ასევე “გაგრის” გაგრასაც ყავს რეგიონ ლიგის გუნდი ამით იმის თქმა მინდა , რომ შეგვიძლია საქართველოში ჩავატაროთ ხსოვნის ტურნირი რომელიც მიეძღვნება იმ გმირების სულებს რომლებიც ზვარაკად შეეწირნენ ჩვენს აფხაზეთს და ჩვენს სამაჩაბლოს , ეს ტურნირი შესაძლებელია ჩატარდეს მოსამზადებელი ეტაპის დროს და ამხანაგური მატჩების მაგივრობა გაწიოს”, – წერს თაქთაქიშვილი.

მიმდინარე დღეების ქრონიკას ფეხბურთის ფედერაცია ჯერჯერობით არ გამოხმაურებია.

 

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

კუმანი: “ვაპატიებ მესის? ჯერ არ ვიცი”

კატალონიის “ბარსელონა” ესპანეთის სუპერთასის ფინალში ბილბაოს “ატლეტიკმა” დაამარცხა (2:3). მატჩის შემდეგ “ბლაუგრანას”...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ბარსელონას” კოშმარი – მარსელინოს საინტერსო რეკორდი

ესპანეთის სუპერთასის ფინალურ შეხვედრაში კატალონიის “ბარსელონას” ქამბექი შეუსრულა ბილბაოს “ატლეტიკმა” და 2015 წლის შემდეგ თავის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჰენდერსონი: “მსაჯის სასტვენი რომ არა, მანე ერთი ერთზე გადიოდა”

მერსესაიდული “ლივერპულის” ნახევარმცველი, ჯორდან ჰენდერსონი, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ფრედ დასრულებული მატჩის ერთ-ერთ კონტრავერს...
წაკითხვა
ფეხბურთი

პირლო: “ინტერის” შემტევი სტილის გვეშინოდა, მხდალები ვიყავით”

ტურინის “იუვენტუსის” მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეა პირლომ, მილანის “ინტერთან” განცდილი მარცხის (2-0) შემდეგ პრესის წარმომადგენლე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვის აქვს უფრო მეტი წითელი ბარათი, მესის თუ რონალდუს?

ბოლო ათწლეულის განმავლობაში საფეხბურთო სამყაროში ყველაზე აქტუალური ლეო მესისა და კრიშტიანუ რონალდუს შედარება გახლდათ. ესპანეთის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ერთადერთი ფეხბურთელი, რომელიც ჩაკვეს და კვარას მაკედონიასთან შეცვლიდა!

დღეს ოფიციალურად დადასტურდა გიორგი არაბიძის ტრანსფერი რუსულ “როტორში”, რომელშიც საქართველოს ნაკრების 3 ფეხბურთელი – ბექა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიუნდოგანი ულამაზესი გოლი “კრისტალ პალასის” კარში (ვიდეო)

იხილეთ ვიდეო Manchester City 2-0 Crystal Palace – Ilkay Gundogan great goalpic.twitter.com/KTRSBTuWYC — noobfcb (@noob_fcb) […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ფრანქფურტში” დაბრუნებულმა ლუკა იოვიჩმა პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა (ვიდეო

ფრანქფურტის “აინტრახტში” დაბრუნებულმა ლუკა იოვიჩმა პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა. სერბი თავდამსხმელი “რეალმა” მის ყოფილ კლუბ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“დინამო ბათუმის” ისტორიული გამარჯვება – 72 ათასი ევრო პოლონელებისგან

ბათუმის “დინამომ” ქართული ფეხბურთის ისტორიაში პირველად საფეხბურთო დავა უმაღლეს სპორტულ საარბიტრაჟო სასამართლოში (CAS)-ში მოიგო. საქმე [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავი” შერგელაშვილით და ჯანელიძით გაძლიერდა

საფეხბურთო კლუბმა “თელავმა” 2 გამოცდილი ფეხბურთელი, 29 წლის მარცხენა მცველი ლაშა შერგელაშვილი და 31 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი არაბიძის პირველი კომენტარი “როტორში” გადასვლის შემდეგ

ვოლგოგრადის “როტორმა” გიორგი არაბიძე მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარის წესით აიყვანა. ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ კლუბში გადასვლის [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

სერხიო რამოსი “პსჟ”-ში არ გადავა

მადრიდის “რეალის” კაპიტნის, სერხიო რამოსის “პარი სენ-ჟერმენში” ტრანსფერი არ განხორციელდება. ფრანგული მედიის ცნობით, პარიზელები...
წაკითხვა