“ვიცი, რომ “ანორთოსისის” ფანები ვერ გამიგებენ” – გიორგი ქვილითაია “აპოელში” ითამაშებს
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ამიერიდან “აპოელის” ღირსებას დაიცავს. ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსულ კლუბთან 3-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.
“აპოელმა” “გენტიდან” ქვილითაიას სატრანსფერო უფლებები სრულად გამოისყიდა. 27 წლის თავდამსხმელი გასულ სეზონში “ანორთოსისში” იჯარით იმყოფებოდა.
“ჩემს ცხოვრებაში ახალ ეტაპ ვიწყებ და ვიცი, რომ “ანორთოსისის” ვერცერთი ფანი ვერ გამიგებს, მაგრამ მე მათი სრულიად მესმის. “ანორთოსისს” “გენტიდან” ჩემი გამოსყიდვა არ შეეძლო და ამ მიზეზის გამო, მე გუნდი დავტოვე. ის ტიტული, რომელიც ერთად მოვიგეთ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. არასოდეს დავივიწყებ ჩვენი ფანების ემოციებს. მადლობა კლუბს, ფანებსა და პირადად თემურ ქეცბაიას. მე “ანორთოსისის” გულშემატკივრად ვრჩები და ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ”, – წერს ქვილითაია.
ქვილითაიამ “ანორთოსისის” რიგებში ჩატარებულ 32 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა. ის გუნდთან ერთად კვიპროსის თასის გამარჯვებულიც გახდა.