ვლადიმერ პუტინმა უკრაინის ნაკრების ახალ ფორმასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინის საფეხბურთო ნაკრების ახალ ფორმაზე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ უკრაინის ოფიციალურ პირებს დემოკრატიის არსი არ ესმით.
“აქ სიახლე არაფერია. უკრაინის ოფიციალური პირების პოზიცია ყირიმის ტერიტორიასთან დაკავშირებით ჩვენთვის კარგადაა ცნობილი. ეს უპივცემულობაა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ყირიმში ცხოვრობს. მათ არ ესმით დემოკრატიის არსი. დემოკრატიაში მთავარი ხალხია. ეს ხალხი რეფერენდუმზე მივიდა და საკუთარი არჩევანი გააკეთა. თუმცა, უკრაინელები მათ არ აღიარებენ”, – განაცხადა პუტინმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ივნისს უკრაინის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატისათვის ახალი სათამაშო ფორმა წარადგინა, რომელზეც უკრაინის რუკის კონტურებია გამოსახული. ამ კონტურებში მოქცეულია უკრაინის ტერიტორიის ნაწილი – ყირიმის ნახევარკუნძულიც. სწორედ ამის გამო დაიწყო რუსების ისტერია.