ვლადიმერ ვაისი: “1-1 კატასტროფული შედეგი არ არის”
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
“ჩვენ დავიწყეთ ოქრიაშვილით, რადგან ჩაკვეტაძე მზად არ იყო 2 თამაში ეთამაშა. რა თქმა უნდა, მატჩის შემდეგ რთულია საუბარი, მაგრამ შანსები იყო. ჩვენ ვიცით, რომ უკეთ უნდა გვეთამაშა, თუმცა მაკედონია კარგი გუნდია, ძლიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული. 1-1 ნორმალური შედეგია, ბევრი სისტემა შევცვალეთ, კაჭარავა გამოვიყვანე, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა მოვემზადებით ბელარუსთან მატჩისთვის.
ჩვენი ფეხბურთელები კვიპროსში, რუსეთში, ყაზახეთში თამაშობენ და ეს არ არის საკმარისი. გვაქვს პრობლემები მარცხენა ფლანგზე და ცენტფორვარდის პოზიციაზე. მე ნიკა მალის მივეცი შანსი, ის ახალგაზრდა ფეხბურთელი, კარგი ადამიანია. შესაძლოა, მისი ახლა დაყენება ჩემი შეცდომაა, თუმცა მე არ შემიძლია მას კარი დავუხურო. ყველა უშვებს შეცდომას და ჩვენც. ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს ნაკრებში და მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ სასწავლი”
ფეხბურთი შეცდომის გარეშე ფეხბურთი არ არის, არც 1-1-ია კატასტროფა. 4-5 ფეხბურთელი გვაკლდა, მათთან ერთად უფრო ძლიერები ვიქნებით”, – განაცხადა ვაისმა.