ვლადიმერ ვაისი: “ძალიან რთულია “ავტობუსის” წინააღმდეგ თამაში”

თარიღი: სექტემბერი 10, 2018

9 სექტემბერს საქართველო ნაკრებმა საკუთარ სტადიონზე ლატვიის ნაკრები მინიმალური ანგარიშით დაამარცხა და ჯგუფში გალიდერდა. მატჩის შემდეგ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა პრესკონფერენცია გამართა.

“ძალიან რთული თამაში იყო. რა თქმა უნდა, დღეს დაფიქსირებული შედეგით კმაყოფილი ვარ. შანსები გვქონდა, თუმცა ერთადერთი გოლი თერთმეტმეტრიანიდან გავიტანეთ. ძალიან რთულია მეტოქის მიერ საკუთარ დაცვაში ჩაყენებული “ავტობუსის” წინააღმდეგ თამაშით. რამდენიმე ფეხბურთელს ფიზიკურ მომზადებასთან დაკავშირებით პრობლემები გააჩნდა. იმედი მაქვს, ანდორასთან მატჩში ყოველგვარი მსგავსი პრობლემა აღმოიფრხვება.

ლატვია ოფიციალურ მატჩში პირველად დავამარცხეთ, თუმცა ისტორია ნაკლებად მაინტერესებს, ჩემთვის მთავარი შედეგია. როგორც ვგეგმავდით, ორი ტურის შემდეგ ექვსი ქულა გვაქვს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ერთია რა წერია ფურცელზე და რა ხდება რეალობაში – წინ ძალიან რთული მატჩები გველის და ასეთივე მუხტით უნდა შევხვდეთ მათ.

მინდა აღვნიშნო გიორგი ჩაკვეტაძის ინდივიდუალიზმი, რომელმაც ყაზახეთთან გამარჯვება მოგვაპოვებინა. ასევე მნიშვნელოვანი იყო თორნიკე ოქრიაშვილისა და ვაკო ყაზაიშვილის თამაში. თუმცა მათ დამაგვირგვინებელ ფაზაში მეტი სიზუსტე მართებთ.

გიორგი არაბიძე? ოცი წლის ფეხბურთელი, რომელსაც ასეთი ნიჭი გააჩნია, აუცილებლად უნდა დავაფასოთ. ვფიქრობ, რომ გიორგი არაბიძე არ იყო ისეთ ფორმაში, რომ განაცხადში შემეყვანა. მისთვის ნაკრების კარი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ღიაა. მაგრამ დღეს ის მზად არ იყო.

ჯანო ანანიძესთან ახლო კონტაქტში ვარ. მან ყაზახეთის ნაკრებთან გამარჯვება მოგვილოცა. ორშაბათიდან ის ვარჯიშს ანახლებს და ვნახავთ, შეძლებს თუ არა სამ კვირაში სრულფასოვნად გამოჯანმრთელებას.

არ ვთვლი, რომ შეცვლების გაკეთება დავაგვიანე. ფეხბურთში არის თამაშები, როდესაც ბრძოლას ფსიქოლოგიური მდგრადობა წყვეტს. ასეთ თამაშში ნებისმიერი ფეხბურთელისთვის რთულია შეხვედრაში ჩართვა და კიდევ ვიმეორებ, რომ რამდენიმე ფეხბურთელი არ იყო საუკეთესო ფორმაში სათამაშოდ. დარწმუნებული ვარ, რომ ერთ თვეში გაცილებით უკეთესი მდგომარეობა იქნება ამ კუთხით. მიუხედავად იმისა, რომ პენალტის მეშვეობით გავიმარჯვეთ, ვთვლი, რომ ეს დამსახურებული გამარჯვება იყო.

რაც შეეხება გიორგი ქვილითაიას, ნამდვილად დიდი შოკი იყო მისი ტრავმა მთელი გუნდისთვის. ნამდვილი ტრაგედია დატრიალდა. ასეთი რამ პირველად ვნახეთ. რამდენადაც ვიცი, ხვალ მას ოპერაცია უნდა ჩაუტარდეს და გავიგებთ, თუ რამდენ ხანში დაგვიბრუნდება ის.

დღეს სტადიონზე 50 000-მდე გულშემატკივარი შეიკრიბა, რისთვისაც მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო მათ. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, თუ რამდენად უყვარს ქართველ ხალხს ფეხბურთი,” – განაცხადა ვლადიმერ ვაისი.

მსგავსი სიახლეები
კალათბურთი

აიზეია ტომასი ზლატან იბრაჰიმოვიჩს: “მოკეტე!”

“სელტიკის” ყოფილი გამთამაშებელი, აიზეია ტომასი, ზლატან იბრაჰიმოვიჩის სიტყვებს გამოეხმაურა. შვედმა ფეხბურთელმა ლებრონ ჯეიმს პოლიტიკური განც...
წაკითხვა
ფეხბურთი

ინგლისურმა კლუბებმა ლოგოებიდან ცხოველები გააქრეს (ფოტო)

“ასტონ ვილამ”, “ვულვერჰემპტონმა” და “ვესტ ბრომვიჩ ალბიონმა” ერთი დღით თავიანთი ლოგოებიდან ცხოველები გააქრეს. ამით ...
წაკითხვა
ფეხბურთი

როდის გეგმავს ჯანლუიჯი ბუფონი კარიერის დასრულებას?

იტალიური ფეხბურთის ლეგენდარულმა მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა, პრესასთან საუბრისას განაცხადა, რომ კარიერის დასრულებას 2023 წლის ივნისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ანტონიო კონტე “ინტერისგან” ვეინალდუმის ტრანსფერს ითხოვს

მერსესაიდული “ლივერპულის” ნიდერლანდელი ნახევარმცველი, ჯორჯინიო ვეინალდუმი, შესაძლოა, იტალიის სერია A-ში ვიხილოთ. ინფორმაციას Sport Mediase...
წაკითხვა
ფეხბურთი

არტეტამ “ბარსელონაში” შესაძლო ტრანსფერზე გააკეთა კომენტარი

მიკელ არტეტა ესპანურ პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც ჟოან ლაპორტას “ბარსელონას” მისთვის ჩაბარება სურს. [&he...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაივიწყეთ ნოიერი – რა გააკეთა მეკარემ თურქეთში?

2 მარტს თურქეთის ჩემპიონატში “ენი მალათიასპორმა” საკუთარ მოედანზე “ბეშიქთაში” მიიღო და ანგარიშით 0:1 დამარცხდა. მატჩის [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

დორტმუნდის “ბორუსიას” კონტრ-შეტევა “გლადბახთან” მატჩში (ვიდეო)

სანჩოს გოლი “გლადბახის” კარში იხილეთ ვიდეო Jadon Sancho led another Dortmund win to continue his […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზლატანი ლუკაკუს: “ვიმღეროთ ერთად. რაც ხდება მოედანზე, რჩება მოედანზე” (ვიდეო)

“მილანის” თავდამსხმელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ტრავმა მიიღო, რის გამოც ევროპის ლიგის მერვედფინალურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედთასნ̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

პელე აიცრა

ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელი, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი პელე კორონავირუსზე აიცრა. “დღეს დაუვიწყარი დღეა, აცრა ჩამიტარეს! პანდემია […...
წაკითხვა
ფეხბურთი

37 წლის გოგიტა გოგუა კარიერაში მე-17 გუნდში ითამაშებს

37 წლის გოგიტა გოგუა კარიერას ბოლნისის “სიონში” გააგრძელებს. გოგუა ბოლოს “შევარდენში” მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით თამაშობდა, ...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოში მალდინი, ზიდანი და ვიეირა ითამაშებენ

ეროვნულ ლიგაში გუნდს განაცხადში შეუძლია 9 ლეგიონერი ჰყავდეს, თუმცა სასურველია, ლეგიონერი ადგილობრივ ფეხბურთეს ორჯერ მაინც […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

კაპელო: “იუვენტუსმა” “პორტუსთან” რაგბი ითამაშა”

ტურინის “იუვენტუსისა” და მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავკაცმა, ფაბიო კაპელომ, “ბიანკონერის” მთავარი მწვრთნელის რანგშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლაპორტა: “არჩევნებში თუ ვერ გავიმარჯვებ, მესი “ბარსელონადან” წავა”

“ბარსელონას” პრეზიდენტობისთვის მებრძოლმა ჟოან ლაპორტამ პრესასთან საუბრისას კიდევ ერთხელ სცადა ლეო მესის ფაქტორით მანიპულირება. “ჩვენ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ესიენს ლგბტქ+ თემატიკაზე დაწერილი პოსტის წაშლა აიძულეს

ლონდონის “ჩელსის” ყოფილ ნახევარმცველს, მაიკლ ესიენს, მშობლიური განის მაცხოვრებლები დაუპირისპირდნენ. ყოველივე ეს სოციალურ ქსელში გამოქვეყნე...
წაკითხვა
ფეხბურთი

რაფაელ ვარანი, შესაძლოა, პრემიერ ლიგაში ვიხილოთ

მადრიდის “რეალის” ფრანგი მცველი, რაფაელ ვარანი, შესაძლოა ინგლისის პრემიერ ლიგაში ვიხილოთ. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული […]...
წაკითხვა