ვლადიმერ ვაისი: “ჯანო ანანიძე მოვიდა და მითხრა, რომ…”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ეროვნული ნაკრების ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩები იყო.
„ჯანომ შვეიცარიასთან მატჩის შემდეგ მითხრა, რომ მუხლი სტკიოდა და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სამ დღეში ორ მატჩს ვერ ჩაატარებდა.მე ავუხსენი, რომ თუ ირლანდიაში სათამაშოდ მზად არ იყო, მაშინ სჯობდა კლუბში დაბრუნებულიყო და გამოჯანმრთელებულიყო. ირლანდიასთან მატჩის შემდეგ, არ მითქვამს, რომ გაშვებული გოლი ლორიას ბრალია. ვთქვი,რომ კედელი ცუდად იყო დაყენებული. კედელში კიდევ ერთი მოთამაშე უნდა ყოფილიყო. ლორიამ შვეიცარიასთან და ირლანდიასთან საუკეთესო თამაში აჩვენა.
ჩვენ სამი წელიწადია ვმუშაობთ და ქართულ ფეხბურთს იმედი გავუჩინეთ ყველამ ერთად. ერთა ლიგაზე გამარჯვება ყველასთვის დიდი წარმატება იქნება.”
საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩს 7 ივნისს, თბილისში გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს, 10 ივნისს კი ჩვენი გუნდი კოპენჰაგენში დანიას დაუპირისპირდება. ამ ორი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს, 5 სექტემბერს თბილისში ამხანაგური თამაში შედგება. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართული მხარე მოლაპარაკებას აწარმოებს ჩილეს ფეხბურთის ფედერაციასთან. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში. თბილისში შესაძლოა კოპა ამერიკის გათამაშების ბოლო გამარჯვებული, ჩილეს ეროვნული ნაკრები ჩამოვიდეს.