ვლადიმერ ვაისი: “კარგი იქნებოდა, კანკავას და კაშიას მსგავსი 20 ფეხბურთელი რომ მყავდეს”

თარიღი: მაისი 21, 2016

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტუმრო “ჰუალინგის” საკონფერენციო დარბაზში პრესკონფერენცია გამართა. საქართველოს ნაკრები მოახლოებული სამი ამხანაგური მატჩისთვის მზადებას იწყებს და ვლადიმირ ვაისმაც შეკრების წინ ამომწურავად უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს.

“თავიდან მინდა აღვნიშნო, რომ ეს შეკრება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს იქნება ბოლო შეკრება მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლამდე. 24 მაისს მივემგზავრებით ავსტრიაში, სადაც სლოვაკეთის ნაკრებს ვეთამაშებით. 3 ივნისს რუმინეთს შევხვდებით, ბოლო ამხანაგურ თამაშს კი, ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდთან, ესპანეთთან გავმართავთ…

სანაკრებო სია უკვე იცით – შემიძლია გითხრათ, რომ ყველანაირად ვეცადე, ამ ეტაპზე საუკეთესო შემადგენლობა გამომეძახებინა… მსურს, რომ პროგრესი იყოს ყაზახეთთან თამაშის შემდეგ და ბევრად უკეთესად ვითამაშოთ, მაგრამ იმ საღამოსაც იყო ნაკრების თამაშში დადებითი მომენტები. თუმცა, ისიც სათქმელია, რომ ამჯერად ბევრად ძლიერ გუნდებს ვხვდებით და ჭკვიანურად თამაში გვმართებს…

ქართული ფეხბურთი ყოველთვის იყო ტექნიკური და დინამიური. მინუსებს რაც შეეხება – ფიზიკური მომზადება. საქართველოს ნაკრები ხშირად გოლებს ბოლო წუთებში უშვებს. თუმცა, ნიჭიერი მოთამაშეები ყოველთვის გყავდათ. საქართველოს ნაკრებს დიდი პოტენციალი აქვს, მთავარია, ბიჭებმა ეს მოედანზე გამოავლინონ. არიან ტალანტები – ოქრიაშვილი, ყაზაიშვილი, მჭედლიძე, ანანიძე – ყაზახეთთან თამაშის მერე ყაზაიშვილს პირდაპირ ვუთხარი, რომ მისი უდიდესი ნიჭი და შესაძლებლობა მოედანზე უნდა გამოავლინოს. ისინი უნდა იყვნენ როგორც კარგი ფეხბურთელები, ისე კარგი ადამიანები, რადგან ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია. პიროვნულ თვისებებს დიდი მნიშვნელობა აქვს მოედანზე. წარმატება თავისით არ მოდის, ამას შრომა სჭირდება, თორემ ზოგადად, კარგი იქნებოდა 20 ისეთი ფეხბურთელი მყავდეს, როგორებიც არიან ჯაბა კანკავა და გურამ კაშია – ასპროცენტიანი პროფესიონალები. ჩვენ მზად ვართ, ვიმუშავოთ და იმედია, ყველაფერი კარგად გამოგვივა…

გიორგი ლორიას მიკროტრავმა აქვს და იმედია, რამდენიმე კვირაში მომჯობინდება. რაც შეეხებათ სხვებს, ვარჯიშებზე დავაკვირდები და იმის მიხედვით გადავწყვეტ, ვინ ითამაშებს. ჩემთვის ვარჯიშებზე თავის კარგად წარმოჩენა მნიშვნელოვანი ფაქტორია… მეიმედება ზურაბ ცისკარიძის – მისი თამაში ჩეხეთში ვნახე და უნივერსალური თვისებებით გამოირჩევა. სამ სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ვნახავთ, დავაკვირდებით და თუ გამოგვადგება, კმაყოფილი ვიქნები…

გაფართოებულ სიაში კიდევ ბევრი მოთამაშე მყავს, მაგრამ ამ ეტაპზე ეს 25 კაცი ავარჩიე. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და სხვებსაც მიეცემათ შანსი. მთავარია, მათ დაამტკიცონ, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლიათ”.

საქართველოს ეროვნული ნაკრები 24 მაისს გაემგზავრება ავსტრიაში და 27 მაისს სლოვაკეთს შეხვდება. 3 ივნისს ნაკრები ბუქარესტში გაეჯიბრება რუმინეთს, ხოლო 7 ივნისს მადრიდში ესპანეთის წინააღმდეგ ჩაატარებს დასკვნით ამხანაგურ მატჩს.

სფფ-ის პრესსამსახური

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ვაისი: “სამი ქულის ასაღებად ჩამოვედით”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ანდორის ნაკრებთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგის ტოპ 5 ფეხბურთელი, რომლებიც ვაისმა აუცილებლად უნდა გამოიძახოს

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა ანდორასთან და ყაზახეთთან კვლავ არ მისცა შანსი იმ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძე: “არ მინდოდა არაფრის დაწერა, მაგრამ ვერ შევძელი…”

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ემპოლის” თავდამხმელი ლევან მჭედლიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს. ქართველმა ფეხბურთელმა Instagram-ში...
წაკითხვა
ფეხბურთი

19-წლამდელებმა გამარჯვებით დაიწყეს

საქართველოს 19-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი შესანიშნავად დაიწყო, გიორგი მიქაძის გუნდმა ლიხტენშტაინი 7:0 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

19-წლამდელებმა ლიხტენშტაინის ნაკრები 7-0 გაანადგურეს

საქართველოს 19 წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ელიტ-რაუნდისთვის ბრძოლა ლიხტენშტაინის განადგურებით დაიწყო. ბიჭებმა უმარტივესი გამარჯვება მოიპოვეს [...
წაკითხვა
ფეხბურთი

SPORT: “ბარსელონას” სკაუტები ანდორა-საქართველოს მატჩზე ჩაკვეტაძეს დააკვირდებია

კატალონიური გამოცემა Sport-ი იუწყება, რომ “ბარსელონას” სკაუტები ხვალ, ერთა ლიგაზე ანდორისა და საქართველოს ეროვნულ ნაკრებებს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დინამო ბათუმი ქვიშის ფეხბურთის მსოფლიოს საუკეთესო გუნდების ათეულშია

საქართველოს ქვიშის ფეხბურთის ჩემპიონი დინამო ბათუმი 2018 წლის ვარსკვლავთა დაჯილდოების ცერემონიაზე, ყველა დროის საუკეთესო გუნდების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი ვარჯიში ანდორაში

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩის ჩასატარებლად ანდორაში ჩავიდა. საწვრთნელი შეკრების […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამო” კახი კაჭარავამ დატოვა და ზაურ სვანაძემ ჩაიბარა

თბილისის “დინამო” საჩხერის “ჩიხურასთან” 1-4 განადგურების შემდეგ კახი კაჭარავამ დატოვა. გუნდი კაჭარავას ასისტენტმა ზაურ სვანაძე...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი კუხიანიძემ “ტორპედოში” მე-200 მატჩი ჩაატარა

ქუთაისის “ტორპედოს” ნახევარმცველმა, გიორგი კუხიანიძემ გუნდში მე-200 მატჩი “სამტრედიას” წინააღმდეგ ჩაატარა და თავი გატანილი გოლ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – კაპანაძემ და გაბედავამ ჰეთრიკი შეასრულეს, “დინამო” და &#

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის დასკვნითი შეხვედრები თბილისის “დინამოსა” და “სამტრედიას” განადგურებით დასრულდა. “სამტრედიამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – თბილისური დერბი ფრედ დასრულდა, “დილამ” “კოლხეთთან&

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის შაბათის შეხვედრები საინტერესო შედეგებით დასრულდა. თბილისურ დერბიში “ლოკომოტივმა” ქულა 89-ე წუთზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ეროვნული ლიგისა და ეროვნული ლიგა 2-ის კლუბ

სამუშაო შეხვედრას, რომელიც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით შედგა, სასტუმრო რედისონმა უმასპინძლა და მას ეროვნული ლიგისა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრები პირველ საერთაშორისო მატჩს გამართავს

საქართველოს 19-წლამდე ფუტსალის ნაკრები ისტორიაში პირველი საერთაშორისო მატჩისთვის მზადებას განაგრძობს. ავთანდილ ასათიანის გუნდი 16-კაციანი შემადგენლობი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბოლნისის “სიონმა” “რუსთავი” გაანადგურა და გასავარდნ ზონას თავი დაა

ეროვნული ლიგის 32-ე ტურის პირველი მატჩი ბოლნისის “სიონისთვის”, შესაძლოა, გადამწყვეტი აღმოჩნდეს. “სიონმა” “რუსთავი”...
წაკითხვა