ვლადიმერ ვაისი: “კვერკველიამ თავად იცის, რატომ არ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში”
საქართველოს ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში შვეიცარის ნაკრებთან დამარცხდა (0-2). საქართველოს ნაკრებმა ორივე გოლი მეორე ტაიმში გაუშვა.
ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი სოლომონ კვერკველია, რაზეც გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა, მატჩის შემდეგ მცირე კომენტარი გააკეთა.
“ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. ჩავთვალე, რომ ხოჭოლოვასთვის, რომელმაც არც ისე ცუდი შეხვედრა ჩაატარა, შანსი მიმეცა. კვერკველიამ თავად იცის, რატომ არ მოხვდა სასტარტო შემადგენლობაში,” – ვციტირებთ ვაისის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის “ლოკომოტივის” ფეხბურთელი შეხვედრაში მას შემდეგ ჩაერთო, რაც გუნდმა პირველი გოლი გაუშვა.