ვლადიმერ ვაისი: “კვერკველიას მიმართ გარკვეული პრეტენზია იყო, კვარაცხელიმ თუ ასე გააგრძელა, ნაკრებშიც ვიხილავთ”
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბრის თემა ეროვნული ნაკრების ევროპის 2020 წლის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩატარებული მატჩები იყო.
“ამ თამაშზე ქართველი ფეხბურთელების სანახავად ჩავედი. კვერკველიას შვეიცარიასთან მატჩში სასტარტოში არდაყენების საკითხს კიდევ ერთხელ შევეხები, რადგან ამის გამო კითხვები გაჩნდა. შემადგენლობას მწვრთნელი არჩევს და მე კვერკველიასაც და გუნდსაც ავუხსენი, ასე რატომ მოვიქეცი, გუნდმა კი ეს გაიგო. კვერკველია კლუბში საუცხოოდ თამაშობს და მანამდე ნაკრებშიც ძალიან კარგი თამაშები ჰქონდა, თუმცა, მის მიმართ გარკვეული პრეტენზია იყო, რაზეც ვისაუბრეთ. კვარაცხელია ახალგაზრდა და ნიჭიერი ფეხბურთელია. გამიკვირდა და გამიხარდა, რომ სიომინმა ასეთ თამაშში სასტარტოში ათამაშა. მწვრთნელი მას ენდობა. მოედანზე არაფერს თმობდა და გაბედული იყო. მე კმაყოფილი ვარ და თუ ასე გააგრძელა ნაკრებშიც ვიხილავთ. კარგია, რომ მწვრთნელი მას ენდობა და ათამაშებს.”
საქართველოს ნაკრების მომდევნო მატჩს 7 ივნისს, თბილისში გიბრალტარის წინააღმდეგ გამართავს, 10 ივნისს კი ჩვენი გუნდი კოპენჰაგენში დანიას დაუპირისპირდება. ამ ორი ოფიციალური შეხვედრის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ამხანაგური მატჩის ჩატარებას გეგმავს, 5 სექტემბერს თბილისში ამხანაგური თამაში შედგება. ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით, ქართული მხარე მოლაპარაკებას აწარმოებს ჩილეს ფეხბურთის ფედერაციასთან. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში. თბილისში შესაძლოა კოპა ამერიკის გათამაშების ბოლო გამარჯვებული, ჩილეს ეროვნული ნაკრები ჩამოვიდეს.