WordPress-ის მონაცემთა ბაზის შეცდომა: [Query execution was interrupted (max_statement_time exceeded)]
SELECT SQL_CALC_FOUND_ROWS wp_posts.ID FROM wp_posts LEFT JOIN wp_term_relationships ON (wp_posts.ID = wp_term_relationships.object_id) WHERE 1=1 AND wp_posts.ID NOT IN (374973) AND ( wp_term_relationships.term_taxonomy_id IN (3,4,5,6,7,8,9,10,12,13,14,15,16,17,18,19,21,22,23,24,25,26,27,28,29,30,31,32,36,37,38,40,50,51,56,57,201,4225,6390,2415,10283,13906,14078,14273,14274,14275,14276,14277,20082,24857,28151,28152,28159,28160,28161,28164,28165,28166,28167,28168,28219,28621) ) AND wp_posts.post_type = 'post' AND ((wp_posts.post_status = 'publish')) GROUP BY wp_posts.ID ORDER BY wp_posts.post_date DESC LIMIT 0, 15

ვლადიმერ ვაისი: “ვაკოს თამაშამდე ვუთხარი, რომ ორი გოლი უნდა გაეტანა”

თარიღი: ოქტომბერი 14, 2018

13 ოქტომბერს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე საქართველოსა და ანდორის ნაკრებების შეხვედრა გაიმართა, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დასრულდა (3-0). მატჩის შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე მატჩი შეაფასა და ჟურნალისტების კითხვებსაც უპასუხა.

“რა თქმა უნდა, პირველ ნომრად თამაში ორგანიზებული გუნდის წინააღმდეგ ადვილი არასოდესაა. ანგარიშის მიუხედავად საკმაოდ რთული შეხვედრა იყო. ძალიან საჭირო ქულები მოვიპოვეთ, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია.

რაც შეეხება ჯანო ანანიძეს, მას ფსიქოლოგიური მხარდაჭერა ძალიან სჭირდებოდა. ის კარგად ჩაერთო თამაშში, ორი ძალიან კარგი პასი გააკეთა, ისეთი, როგორიც მხოლოდ მას შეეძლო. მომდევნო მატჩებში ჯანოს დახმარება ძალიან დაგვჭირდება.

ვაკოს თამაშამდე ვუთხარი, რომ ორი გოლი უნდა გაეტანა. ვაკო ის ფეხბურთელია, რომელსაც მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია. კაჭარავს კი, რა თქმა უნდა, მეტი შეუძლია და ყველანი მეტს ველით მისგან.

ამ მომენტიდან რიგაში გასამართი მატჩისთვის ვიწყებთ მზადებას. მოსამზადებლად მხოლოდ ორი დღე გვაქვს. ერთა ლიგის მატჩებს დიდი დატვირთვა აქვს, ამიტომაც მოსალოდნელია მცირე ცვლილებები ძირითად შემადგენლობაში. ამ ეტაპისთვის გადაწყვეტილი არ მაქვს, რომელი ფეხბურთელი დაემატება ნაკრებს ლატვიასთან მატჩისთვის. შესაძლოა, ეს ბუდუ ზივზივაძე, ან დვალიშვილი იყოს.

მარტივი არითმეტიკაა, ორი-სამი ქულა გვჭირდება, თუმცა ევროპაში ადვილი მატჩები არ არის – გიბრალტარმა გასვლაზე სომხეთი დაამარცხა, რაც ბევრს ნიშნავს. ამიტომაც, ლატვიასთან მატჩში მოგებას ვგეგმავთ,” – განაცხადა ვლადიმერ ვაისმა.

ასე რომ, ერთა ლიგის D ლიგის პირველ ჯგუფში მოწინავე პოზიციაზე საქართველოს ნაკრები იმყოფება ცხრა ქულით – ვლადიმერ ვაისის მეთაურობით ქართველებს ექვსი გატანილი გოლი უგროვდებათ ნულის წინააღმდეგ. ლატვიის, ანდორისა და ყაზახეთის ნაკრებები 2-2 ქულით დარჩენილ პოზიციებს იყოფენ.



მსგავსი სიახლეები