ვლადიმერ ვაისმა ნაკრები უკვე დატოვა – ესტონეთთან რამაზ სვანაძე

თარიღი: ნოემბერი 16, 2020

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ რამდენიმე წუთის წინ განცხადება გამოაქვეყნა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ვაისმა გუნდი უკვე დატოვა.

“ვლადიმერ ვაისი საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ერთა ლიგის დასკვნით მატჩზე რომელიც 18 ნოემბერს ესტონეთის წინააღმდეგ გაიმართება, აღარ უხელმძღვანელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ვლადიმირ ვაისთან შეთანხმებით, საქართველო – სომხეთის მატჩის დასრულების შემდეგ მიიღო.

2016 წლის მარტიდან დღემდე სლოვაკი მთავარი მწვრთნელის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა 47 შეხვედრა გამართა.

ვლადიმირ ვაისთან ერთად საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ერთა ლიგის D დივიზიონის გამარჯვებული გახდა და ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო პლეი – ოფის ფინალში ითამაშა.

გვსურს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ეროვნული ნაკრების სახელით მადლობა გადავუხადოთ სლოვაკ მწვრთნელთა ჯგუფს ბორის კიტკას, ჯოზეფ კონტირის და რომან შვანტნერის შემადგენლობით, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში მუშაობდნენ. ასევე მადლობას ვუხდით ვლადიმირ ვაისს გაწეული შრომისთვის და წარმატებას ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში.

რაც შეეხება ერთა ლიგის 2020/21 წლის გათამაშების დასკვნით მეექვსე მატჩს, რომელიც 18 ნოემბერს დინამო არენაზე ესტონეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ არის დაგეგმილი, ახალი მთავარი მწვრთნელის დანიშვნამდე, დროებითი მწვრთნელის მოვალეობას რამაზ სვანაძე შეასრულებს.

39 წლის სპეციალისტი, ამჟამად საქართველოს 19 წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტს იკავებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ უკვე დაიწყო მუშაობა ახალი მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე კანდიდატურის შერჩევასთან დაკავშირებით.

💬ალექსანდრე იაშვილი – სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი: “გუშინდელი მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისთან საკმაოდ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა და ერთობლივად მივედით იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ესტონეთის წინააღმდეგ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ვლადიმირ ვაისი აღარ უხელმძღვანელებს.

მინდა, მას მადლობა გადავუხადო ხუთწლიანი თანამშრომლობისთვის. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში იასპარეზა. მადლობას ვუხდით მას და მის სამწვრთნელო შტაბს გაწეული სამსახურისთვის.

რაც შეეხება 18 ნოემბრის შეხვედრას, კონკრეტულად ამ მატჩში ჩვენს გუნდს რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს, რომელიც 19-წლამდე ნაკრების მთავარი მწვრთნელია. იგი ასაკობრივ ნაკრებში საკმაოდ წარმატებულად მუშაობს.

მოგეხსენებათ, რომ მარტში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ახალი ციკლი დაიწყება და ჩვენ უკვე დაწყებული გვაქვს მუშაობა მთავარი მწვრთნელის საკითხის შესახებ. დარწმუნებული ვარ, რომ მარტის თამაშისთვის საქართველოს ნაკრებს  ახალი მთავარი მწვრთნელი წარმატებას მოუტანს.” – წერია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“თელავი” გიორგი მიქაძემ ჩაიბარა

საფეხბურთო გუნდ “თელავს” 41 წლის სპეციალისტი, გიორგი მიქაძე გაწვრთნის. “გიორგი მიქაძე 1980 წლის 21 მარტს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარტინ გარიქსმა ევროპის ჩემპიონატის ჰიმნი წარადგინა (ვიდეო)

ნიდერლანდელმა დიჯეიმ, მარტინ გარიქსმა, Bono & The Edge-თან თანამშრომლობის შედეგად შექმნილი ევროპის ჩემპიონატის ჰიმნი წარადგინა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რუმენიგე: “ვინ ყიდის ფეხბურთელს, რომელსაც წელიწადში 60 გოლი გააქვს?”

მიუნხენის “ბაიერნის” აღმასრულებელმა დირექტორმა, კარლ-ჰაინც რუმენიგემ, რობერტ ლევანდოვსკის შესაძლო ტრანსფერთან დაკავშირებით გააკეთა კომენტა...
წაკითხვა
ფეხბურთი

კლოპმა მანეს საქციელზე კომენტარი გააკეთა

“ლივერპულის” მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა “მანჩესტერ იუნაიტედის” წინააღმდეგ გამართული შეხვედრის შემდეგ მომხდარ ინციდენტზე...
წაკითხვა
ფეხბურთი

სადიო მანემ იურგენ კლოპს ხელი არ ჩამოართვა (ვიდეო)

13 მაისს, ინგლისის პრემიერ ლიგაში “ლივერპული” სტუმრად “მანჩესტერ იუნაიტედს” დაუპირისპირდა და 4:2 გაიმარჯვა. მატჩის დასრულების ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო

თბილისის “დინამოს” ახალწვეულმა, ჯანო ანანიძემ ტრავმა მიიღო და გაურკვეველი დროით იუქმებს. ჯანომ 8 მაისს სადებიუტო […]...
წაკითხვა
ბლოგი

ადრიანოს ისტორია (I ნაწილი)

ბრაზილიის ნაკრებისა და მილანის “ინტერის” ყოფილმა თავდამსხმელმა ადრიანომ ერთსაათიანი ვიდეომონოლოგი ჩაწერა, რომელშიც განვლილი ცხოვრებისა და ...
წაკითხვა
ფეხბურთი

კრიშტიანუს დედა: “ვეცდები, რონალდუ “სპორტინგში” ტრანსფერზე დავითანხმო

პორტუგალიურ პრესაში კრიშტიანუ რონალდუს დედის, დოლორეშ ავეირუს, საინტერესო განცხადება ვრცელდება “იუვენტუსის” ლიდერის მომავალთან დაკავშირები...
წაკითხვა
ფეხბურთი

გორეტცკა: “ფეხბურთელები თამაშით უნდა განვსაჯოთ და არა სექსუალური ორიენტაციით”

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველმა, ლეონ გორეტცკამ, ჟურნალ Playboy-სთვის მიცემულ ინტერვიუში ფეხბურთში ჰომოსექსუალიზმთან დაკავშირებულ საკი...
წაკითხვა
ფეხბურთი

გურამ კაშია სინოფარმით აიცრა (ფოტო)

თბილისის “ლოკომოტივისა” და საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი გურამ კაშია კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა სინოფარმით აიცრა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბილეთი 800 ლარად – “ბათუმი არენაზე” ადგილები წამებში იყიდება

16 მაისს ბათუმის “დინამო” ეროვნული ლიგის მე-14 ტურში “საბურთალოს” მიიღებს. ბილეთების გაყიდვა დაწყებულია და უკვე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

დაძაბულობა “რეალში” – ზიდანმა მარსელო განაცხადში არ შეიყვანა

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა მარსელონა “გრანადასთან” მატჩის განაცხადში არ შეიყვანა. Goal.Com-ის ინფო...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ასე აღარასოდეს მოიქცე!” – კონტესა და ლაუტაროს შელაპარაკება “რომას

12 მაისს, იტალიის სერია A-ს 36-ე ტურში “ინტერმა” საკუთარ მოედანზე “რომა” მიიღო და 3:1 გაიმარჯვა. […]...
წაკითხვა
კალათბურთი

“ფორბსმა” მსოფლიოს 10 ყველაზე მდიდარი სპორტსმენი დაასახელა

მიუხედავად იმისა, რომ კონორ მაკგრეგორმა 2020 წელს მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა, ის ჟურნალმა “ფორბსმა” მსოფლიოს […]...
წაკითხვა