ვლადიმირ ვაისი: “ისტორია მეორდება”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა სერბეთთან გამართული მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
“სამწუხაროდ, ისტორია მეორდება, ვუშვებთ ინდივიდუალურ შეცდომებს და ხელსაყრელ მომენტებს ხელიდან ვუშვებთ. ყაზაიშვილის მომენტი რომ გამოგვეყენებინა, სხვა თამაში წავიდოდა. სერბებმა თავისი შანსი გამოიყენეს. რამდენიმე ფეხბურთელმა თავიანთი შესაძლებლობები ვერ გამოავლინეს. ვიტყოდი, რომ ექვსმა ფეხბურთელმა ითამაშა ისე, როგორც მათ ეს შეუძლია, ასეთ პირობებში კი მოგება შეუძლებელია.
ვხედავ თუ არა ჩემს თავს მომავალში საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ყველაფერი ფედერაციის გადასაწყვეტია. ყველაფერი შედეგებზეა დამოკიდებული.
გარდამტეხი მომენტი პირველი ტაიმის მიწურულს იყო, როცა კაკაბაძე შეცდა და პენალტი დაინიშნა. ვფიქრობ, ამის შემდეგ ბევრი მოთამაშე გატყდა. მეორე ტაიმში შეცდომები დავუშვით, ხოლო სერბმა ფეხბურთელებმა თავიანთი შანსები გამოიყენეს.
რაც შეეხება არაბიძეს, ის ძალიან ნიჭიერია და მინდოდა, მისთვის შანსი მიმეცა. ის ვარჯიშებზეც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ ალბათ, მისი შემოყვანა ნაჩქარევი იყო.
მე ის ადამიანი არ ვარ, რომელიც ხალხის უკმაყოფილების შემთხვევაში პოსტზე დარჩება. მოედანზე მომენტებს მე ვერ გამოვიყენებ, შეცდომები ფეხბურთელებმა უნდა გამოასწორონ. რაც მე აქ ვარ, ტრავმებისა და დისკვალიფიკაციების გამო საუკეთესო შემადგენლობით თამაში ვერ შევძელით. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, როგორი დონის კლუბებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები.
პირველ რიგში ვიტყვი, რომ შემადგენლობაში ის ფეხბურთელები დავაყენე, რომლებიც ამჟამად საუკეთესოები არიან. რაც შეეხება ჩემს გადადგომას, ეს ფედერაციის გადასაწყვეტია. მესმის, რომ თქვენი სტატიები და გულშემატკივართა აზრი ფედერაციაზეც გავლენას ახდენს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩემით უკმაყოფილოა, მაშინ წავალ.”