ვლადიმირ ვაისი: “ლატვიასთან აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ლატვიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ყაზახეთში აღებული სამი ქულა კარგია, მაგრამ ხვალ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ მეცოდინება, როგორი შემადგენლობით ვითამაშებთ ლატვიელთა წინააღმდეგ.
ლატვიამ ანდორასთან ფრედ ითამაშა, ისინი ძირითადად დაცვით ფეხბურთს თამაშობენ, ამიტომ ჩვენ გასაღები უნდა ვიპოვოთ. იმედი მაქვს, ხვალ სტადიონი გაივსება და გულშემატკივრებს გავახარებთ. კონცენტრირებულები უნდა ვიყოთ და მეტოქეს კარგი თამაშის საშუალება არ მივცეთ.
რაც შეეხება კაშიას, ეს უხერხული საკითხია. გურამი შესანიშნავი მწვრთნელი და ფეხბურთელია. როგორც მწვრთნელი, ვალდებული ვარ, მას გვერდით დავუდგე.
ეიფორიაში არ ვართ. გულშემატკივარი ჩვენგან გოლებს, გამარჯვებას ელის. შევეცდებით, მათი იმედები გავამართლოთ.
ოქრიაშვილს და მჭედლიძეს სათამაშო პრაქტიკა აკლიათ, ამიტომ მათი დატვირთვა რთულია. დღევანდელი ვარჯიშის შემდეგ გადაწყვეტილებას მივიღებ.”
შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ლატვიას შორის გასამართი შეხვედრა 9 სექტემბერს, “დინამო არენაზე” 20:00 საათზე დაიწყება.