ვლადიმირ ვაისი: “ხვალ გამარჯვებისთვის ასი პროცენტით დახარჯვა საკმარისი არ იქნება”

თარიღი: ოქტომბერი 11, 2019

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა, ირლანდიასთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა, სადაც რამდენიმე ძალიან საინტერესო თემას შეეხო.

“ირლანდიასთან გასამართი ხვალინდელი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს არის მოსამზადებელი ეტაპი ერთა ლიგის უმნიშვნელოვანეს თამაშამდე, სადაც ქართული ფეხბურთის ოცნების ასრულებისთვის ვიბრძოლებთ.

ჩვენი მეტოქე ძალიან დიდი შესაძლებლობების მქონე გუნდია, რომელსაც გამოცდილი მწვრთნელები უმაგრებენ ზურგს. ირლანდია ჯგუფის ლიდერია, რითიც ყველაფერია ნათქვამი.

ამ გუნდს შესანიშნავი ბალანსი გააჩნია თავდასხმასა და დაცვას შორის. ისინი განსაკუთრებით სახიფათონი იქნებიან სტანდარტული მდგომარეობებიდან. ამ გუნდის ფეხბურთელები მაღალი დონის კლუბებში თამაშობენ. პირადად მე კი დაფის გამოვარჩევდი.

ისეთივე თამაში უნდა ვაჩვენოთ, როგორიც დანიის წინააღმდეგ. თუმცა იმედს ვიქონიებ, რომ ხვალ გოლების გატანას შევძლებთ და ისტორიაში პირველად დავამარცხებთ ირლანდიის ნაკრებს.

ირლანდიის წინააღმდეგ სლოვაკეთის ნაკრების თავკაცის როლშიც გამოვსულვარ და ორივე შეხვედრა ფრედ დასრულდა. ვიცი, რაოდენ რთულია მათთან ბრძოლა. გამარჯვება ძალიან რთული იქნება, თუმცა არა შეუძლებელი. ხვალ 100 პროცენტი საკმარისი არ იქნება, ჩვენ 120 პროცენტით უნდა დავიხარჯოთ გამარჯვებისთვის.

რაც შეეხება ჩემ მომავალს, ჯერ არავინ არაფერი იცის. კონტრაქტი დეკემბერში მეწურება, თუმცა მაქვს გარკვეული ვარიანტები. ამ ეტაპზე მხოლოდ ირლანდიასთან და გიბრალტართან გასამართ მატჩებზე ვფიქრობ და ამ მომენტში დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ვრჩები თუ არა ნაკრებში,” – ვციტირებთ ვლადიმირ ვაისის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეექვსე ტურის შეხვედრა საქართველოსა და ირლანდიის ნაკრებების მონაწილეობით ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” 17:00 საათზე აიღებს სტარტს.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

“ინტერი” — “ლუდოგორეცი” გულშემატკივრების გარეშე ჩატარდება

უეფას ევროპის ლიგის მეთექვსმეტედფინალურ ეტაპზე მილანის “ინტერსა” და “ლუდოგორეცს” შორის ხუთშაბათს გასამართი მატჩი გულშემატკივრე...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამხრეთ აფრიკულმა გუნდმა დროის გაყვანის ხელოვნება ახალ დონეზე აიყვანა (ვიდეო)

სამხრეთ აფრიკის პრემიერ ლიგაში კურიოზული რამ მოხდა. “მამელოდი სანდაუნზმა” “ბლემ სელტიკი” 2:1 დაამარცხა. მატჩის ბოლო […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამირ ჰანდანოვიჩის მოლოდინში

მილანის “ინტერის” კიპერმა სამირ ჰანდანოვიჩმა ტრავმის გამო თითქმის ერთი თვე გამოტოვა, თუმცა სლოვენიელი მეკარე მოედანს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

პიკე: “ბარსელონა” ფავორიტი არაა, არასოდეს დაგვავიწყდება “ლივერპული”

კატალონიის “ბარსელონას” მცველმა ჟერარ პიკემ “ნაპოლისთან” ჩემპიონთა ლიგაზე გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“იუვენტუსის” პრეზიდენტი აღიარებს, რომ გვარდიოლას კანდიდატურას განიხილავს

ტურინის “იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელი აღიარებს, რომ მომავალში გუნდის პეპ გვარდიოლასთვის ჩაბარების შესაძლებლობას განიხილავს, თუმცა ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიეშმა განმარტა, თუ რატომ გააკეთა არჩევანი “ჩელსიზე”

ამსტერდამის “აიაქსის” ერთ-ერთმა ლიდერმა, ჰაკიმ ზიეშმა, პრესასთან საუბრისას აღნიშნა, თუ რატომ გააკეთა არჩევანი ლონდონის “ჩელსიზე̶...
წაკითხვა
ფეხბურთი

გატუზო: “ჩვენ მხოლოდ მესის წინააღმდეგ არ ვთამაშობთ”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ “ბარსელონასთან” გასამართ მატჩამდე ერთი დღით ადრე კომენტარი ლიონელ მესის შესახებ ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქვილითაია: “იმედი მაქვს, ამ გოლით უფრო მეტად თავდაჯერებული გავხდები”

“გენტის” თავდამსხმელმა, გიორგი ქვილითაიამ “სენტ-ტრიუიდენთან” გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, “გენტმა&...
წაკითხვა
ფეხბურთი

კურიოზი: როგორ შეაჩერა ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის შეტევა (ვიდეო)

მაკედონიის ჩემპიონატში, ერთ-ერთ მატჩში ფეხბურთელმა მეტოქე გუნდის შეტევა ორიგინალური ხერხით შეაჩერა. Handball in First Macedonian […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

როგორი გოლი გაიტანეს გიორგი მაკარიძის კარში მატჩის ბოლო წამებში (ვიდეო)

23 თებერვალს, პორტუგალიის ჩემპიონატის 22-ე ტურში გიორგი მაკარიძის “ვიტორია სეტუბალი” სტუმრად “ბრაგას” დაუპირისპირდა და 3:1 [&h...
წაკითხვა
ფეხბურთი

ნეიმარის წითელი ბარათი “ბორდოსთან” მატჩში (ვიდეო)

23 თებერვალს, საფრანგეთის ლიგა 1-ში “პარი სენ-ჟერმენმა” საკუთარ მოედანზე “ბორდო” მიიღო და მეტოქე 4:3 დაამარცხა. […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“კასტილიაში” მიღებული წითელი ბარათის გამო, როდრიგო “კლასიკოს” გამო

მადრიდის “რეალმა” მოახლოებული “ელ კლასიკოს” წინ კიდევ ერთი მძიმე დარტყმა მიიღო. “ბლანკოსის” ახალგაზრდა შემტევმა რო...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაიამ “სენტ-ტრიუიდენს” გაუტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში “გენტი” “სენტ-ტრიუიდენს” მასპინძლობს. მატჩის მე-14 წუთზე გიორგი ქვილითაიამ სტუმართა კარი აიღო [...
წაკითხვა