ვლადიმირ ვაისი: “მიუხედავად დანაკლისისა, ვიბრძოლებთ სამი ქულისთვის”

თარიღი: ოქტომბერი 6, 2017

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე მატჩს უელსის ნაკრებთან ჩაატარებს. ოფიციალურ შეხვედრამდე ერთი დღით ადრე გუნდმა მატჩისწინა ვარჯიში ჩაატარა, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა კი პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

“უელსის ნაკრები 6 ოქტომბერს დანაკლისით იასპარეზებს. გარეტ ბეილი, რომელიც მსოფლიოს ერთერთი საუკეთესო მოთამაშეა ხვალინდელ მატჩში არ იქნება, თუმცა უელსს სხვა ძლიერი მოთამაშეებიც ჰყავს. დიდი დანაკლისი აქვს ჩვენს გუნდს ჯანო ანანიძის, ლევან მჭედლიძისა და თორნიკე ოქრიაშვილის სახით.ძლიერ ჯგუფში ვართ და ამ ეტაპზე, ნამდვილად ვერ გეტყვით, თუ რომელი გუნდი შეძლებს მომდევნო ეტაპზე გასვლას. ძალიან რთულია პარალელის გავლება ჩვენს წინა მატჩთან, რადგან ხვალინდელ შეხვედრას განსხვავებული შემადგენლობით ვხვდებით და სავარაუდოდ, სხვა სტილის თამაშს ვიხილავთ. მიუხედავად დანაკლისისა, ჩვენი განწყობა საბრძოლოა. უელსთან შეხვედრაში მოედანზე ბოლომდე ვიბრძოლებთ საქართველოსთვის და 3 ქულისთვის.

ძალიან ვწუხვარ თორნიკე ოქრიაშვილის გამო. ის ძალიან რთულ ვითარებაში აღმოჩნდა და ძალიან დიდი შრომა მოუწევს მოედანზე დასაბრუნებლად. ვიმედოვნებთ, რომ ის ამ სირთულეების გადალახვას შეძლებს და დაბრუნდება…

ახალი ფეხბურთელები გუნდს ეტაპობრივად დაემატებიან.შემადგენლობაშია სიხარულიძე ეროვნული ლიგიდან, რომელიც ნაკრებს თანდათან ეჩვევა. ჩაკვეტაძისა და არაბიძის სახით გვყავს კარგი ახალგაზრდები, თუმცა ეს მოთამაშეები არ უნდა „გადავწვათ“. ასევე გვაქვს შეთანხმება ახალგზურდულის ნაკრების მწვრთნელთან, გია გეგუჩაძესთან და სწორედ ამ შეთანხმების საფუძველზე, ჯიმი ტაბიძე და გიორგი არაბიძე ახალგაზრდულ ნაკრებს დაეხმარებიან”, – განაცხადა ვლადიმირ ვაისმა.



მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ლუჩანო სპალეტი: “დღევანდელ ფეხბურთში ხვიჩას მსგავსი ფეხბურთელებია საჭირო”

“ნაპოლის” მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. “კვარაცხელია ძლიერი ფეხბურთელია, ფიზიკურადაც გამოირჩევა დ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლა ლიგამ ფანების მხრიდან მამარდაშვილის შეურაცხყოფა დაგმო

ლა ლიგის სადისციპლინო კომიტეტმა ხავიერ ტებესის ხელმძღვანელობით, 7 მაისს “ბილბაოს” ფანების მხრიდან “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელ...
წაკითხვა
ფეხბურთი

უნდა გამოიძახოს სანიოლმა ნაკრებში გიორგი ჩაკვეტაძე?

“ჰამბურგმა” მე-2 ბუნდესლიგაში მორიგი მატჩის მოგება მოახერხა და ბუნდესლიგაში გადასასვლელად “ჰერტას” წინააღმდეგ პლეი-ოფში ითამაშ...
წაკითხვა
ფეხბურთი

რატომ არ მიჰყავს შოთა არველაძეს ქართველი ფეხბურთელები?

კვიპროსულ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ თემურ ქეცბაია “ანორთოსისში” 30 წლის ქართველი თავდამსხმელის, ავთო ებრალიძის მიწვევას […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ვოლკოვი პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდში ითამაშებს

როგორც Azerisport იტყობინება, “ზირას” ქართველი თავდამსმელი დავით ვოლკოვი კარიერას პოლონეთში გააგრძელებს. ვოლკოვმა “ზირას” ახალ...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედომ” ჩხეტიანის დანიშვნა გადაიფიქრა?

ქუთაისის “ტორპედომ”, როგორც იქნა, გამარჯვება შეძლო და თბილისის “ლოკომოტივი” 0-3 დაამარცხა. ამჯერადაც, მთავარ მწვრთნელად ანალიტ...
წაკითხვა
ფეხბურთი

მამარდა 21-წლამდელებს შორის მე-5 ყველაზე ძვირად ღირებული მეკარეა

“ვალენსია” უახლოეს პერიოდში აპირებს გიორგი მამარდაშვილის გამოსასყიდი თანხა წელსვე მინიმუმ 30 მილიონამდე გაზარდოს, როცა თბილისის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

Marca: “ვალენსიას” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება

ცნობილი ესპანური გამოცემა Marca “ვალენსიას” მთავარი მწვრთნელის შეცვლას პროგნოზირებს. მიუხედავად იმისა, რომ ბორდალასს კონტრაქტი ერთ [&helli...
წაკითხვა
ფეხბურთი

AS: “ვალენსიამ” დაიწყო! მამარდას ხელფასი, გამოსასყიდი თანხა და ყველაფერი მოემა

ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანური გამოცემა AS მამარდაშვილზე წერს. “ვალენსიას” მიმდინარე სეზონში აშკარა ჩავარდნა აქვს, ბოლოს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქეცბაიას “ანორთოსისში” ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს

კვიპროსული Goal-ის და Sport 24-ის ინფორმაციით, თემურ ქეცბაიას “ანორთოსისში” 30 წლის ქართველი თავდამსხმელის, ავთანდილ ებრალიძის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” გამოსავალი მოძებნა! ფეხბურთს გულშემატკივარი არ სჭირდება!

საფეხბურთო კლუბი “საბურთალო” განცხადებას ავრცელებს. “გეცოდინებათ, რომ „საბურთალოსა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი რუსთავში, სფფ-ს ტექნი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თუ მამარდას სანაცვლოდ 40 მილიონი შემოგვთავაზეს, არ გავყიდოთ?” – ესპანეთ

“ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი თბილისის “დინამოდან” 850 ათასი ევროს სანაცვლოდ დაიმატა და მისი გამოსასყიდი თანხა 20 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

სამსონ ფრუიძის ეფექტი | ჩიხურა მე-3 ლიგიდან ვარდება!

საჩხერის “ჩიხურა” დღეს მე-3 ლიგაში გამოდის, 5 ტურის შემდეგ 5 წაგება აქვს და ბოლო ადგილზე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რაკუვი” ლუკა გაგნიძის რუსებისგან გამოსყიდვას აპირებს

პოლონეთის თასის მფლობელი და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი “რაკუვი” ლუკა გაგნიძის მოსკოვის “დინამოსგან” გამოსყიდვას აპირებს. გაგნიძე...
წაკითხვა