ვლადიმირ ვაისი: “ყველაზე საშიში მეტოქე კორონავირუსია”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩამდე ერთი დღით ადრე პრესკონფერენცია გამართა.
“რა თქმა უნდა, ხვალინდელი თამაში საქართველოს ნაკრების, ამ თაობის ფეხბურთელების და გულშემატკივრების ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩია, 5-წლიანი მუშაობის შედეგი. დღეს ჩვენი ყველაზე საშიში ოპონენტი კორონავირუსია. კვარას, ჩაკვეს და შენგელიას დანაკლისი დიდი დარტყმაა, მაგრამ ნაკრებში სხვა ძლიერი ფეხბურთელებიც გვყავს, ხვალ მხოლოდ ტაკტიკის თამაში არ იქნება, ხვალ ყველაფერი იქნება. მეტოქესაც გარკვეული პრობლემები აქვს.
ჩვენ გვყავს ფლანგებზე არამხოლოდ ლობჟანიძე და პაპუნაშვილი, გვყავს დავითაშვილი და პირველად გამოძახებული მიქელთაძე. პაპუნაშვილი 2 წლის წინ კარგ ფორმაში იყო, მაგრამ ტრავმის შემდეგ ლიმიტირებული დროით უწევს თამაში. მართალია, ესპანეთშია, კარგ გუნდშია, მაგრამ ტრავმის გამო, 90 წუთის თამაში შესაძლოა ვერ შეძლოს. მის რესურსს სხვა შეხვედრებში აუცილებლად გამოვიყენებ.
“ხვალინდელ შეხვედრაში ყველაფრისთვის მზად ვართ. ხვალ ორივე მხარეს ემოციური ფრონტი იქნება. მე ვპირდები ყველას, რომ მე და ნაკრების ყველა ფეხბურთელი ყველაფერს გავაკეთებთ გამარჯვებისთვის. ხვალ 2 გზაა – გავიმარჯვებთ და გმირები გავხდებით ან წავაგებთ. ჩვენ გამარჯვებაში ეჭვი არ მეპარება.”