ვლადიმირ ვაისი: “შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, მაგრამ ეს არის რეალობა…”

თარიღი: მარტი 24, 2019

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა შვეიცარიასთან გამართული მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.

კვერკველიას ძირითად შემადგენლობაში არყოფნაზე: “გადავწყვიტე, რომ ხოჭოლავასთვის მიმეცა შანსი. კვერკველიამ თავად იცის, რატომ არ იყო სასტარტო შემადგენლობაში.”

შვეიცარიის ნაკრებზე: “რაც საქართველოს ნაკრების მწვრთნელი ვარ, ყველაზე ძლიერ მეტოქეს შევხვდით. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ შეგვიძლია, რომ ამ დონეზე თანაბრად ვითამაშოთ. შვეიცარიელთათვის ეს მატჩი განსაკუთრებული არ ყოფილა, ჩვენ კი იშვიათად გვიწევს ასეთი დონის მეტოქესთან შეხვედრა. ეს საკვალიფიკაციო ეტაპი ერთა ლიგის გათამაშებისაგან ძალიან განსხვავდება. შეიძლება, ირლანდიაში სხვა შედეგი დავაფიქსიროთ, მაგრამ შვეიცარია ნამდვილად გამორჩეულია.”

ჯანო ანანიძის შესახებ: “ანანიძემ პირველ ტაიმში ჩემი მწვრთნელობის პერიოდში საუკეთესო თამაში ჩაატარა. მეორე ტაიმში სურათი შეიცვალა, რადგან შვეიცარიელებმა დაცვის განლაგება შეცვალეს. ქვილითაია და ანანიძე ხანგძლივი პაუზის შემდეგ დაბრუნდნენ და მათთვის პირველივე მატჩის თამაში ადვილი არ ყოფილა.”

თორნიკე ოქრიაშვილის შესახებ: “ის უკვე სამი თვეა უკლუბოდ იმყოფება. ოქრიაშვილი ფიზიკურად 15 წუთით თამაშისათვისაც კი მზად არ იყო.”

ფეხბურთელებზე: “ასეთი მეტოქის წინააღმდეგ ორივე ტაიმის თანაბრად თამაში საკმაოდ რთულია. მოგეხსენებათ, როგორ ჩემპიონატებში თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები. შეგიძლიათ, გამაკრიტიკოთ, მაგრამ ეს არის რეალობა.”

ირლანდიასთან მატჩზე: “ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ტაბიძე ირლანდიაში არ გვეყოლება. სავარაუდოდ, მომდევნო მატჩში, შემადგენლობაში ორი-სამი ცვლილება იქნება. შევეცდებით ირლანდიასთან ქულების აღებას. მათთან თამაში ადვილი არასოდესაა. ფეხბურთელებს დიდი ფიზიკური დატვირთვა ექნებათ.”

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

ფილიპე კოუტინიოს კუნთური მასა “ბაიერნში” ყოფნის დროს 4 კილოგრამით გაიზარდა

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ტიტემ ფილიპე კოუტინიოს შესახებ ისაუბრა. ბრაზილიელმა სპეციალისტმა ყურადღება გაამახვილა 28 წლის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჯანო ანანიძე FIFA 11-ში ნეიმარსა და კოუტინიოს სჯობდა!

საფეხბურთო სააგენტომ FiFA 11-ის ყველაზე პერსპექტიული ფეხბურთელები გაიხსენა, რომელსაც პოპულარული თამაშის მიხედვით, განვითარების ყველაზე დიდი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ყარაბაღი” “ვილიარეალს” სტამბოლში მიიღებს

უეფას ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში აზერბაიჯანის საფეხბურთო კლუბი “ყარაბაღი” “ვილიარეალს” სტამბოლის ფათიჰ თერიმის [...
წაკითხვა
ფეხბურთი

48 წლის იტალიელი მოდელი იმობილეს გოლის აღსანიშნავად გაშიშვლდა (ფოტო)

ანა ფალკი ცნობილი იტალიელი მოდელია, რომელიც სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით ყურადღებას ხშირად იქცევს. მისი ერთ-ერთი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ზიდანი პასუხობს, შეძლებს თუ არა რამოსი “ელ კლასიკოში” თამაშს

მადრიდის “რეალის” მთავარმა მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა სერხიო რამოსის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. შეგახსენებთ, რომ “სა...
წაკითხვა
ფეხბურთი

პეტრ ჩეხი “ჩელსის” ვარჯიშზე (ვიდეო)

ლონდონის “არსენალში” გატარებული ოთხი წლის შემდეგ, პეტრ ჩეხმა 2019 წელს საფეხბურთო კარიერა დაასრულა. ამის შემდეგ, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

რვა წლის ბიჭუნა, რომელსაც მბაპემ გოლი მიუძღვნა, გარდაიცვალა

“პარი სენ-ჟერმენის” ფრანგი ვარსკვლავი, კილიან მბაპე, სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. რვა წლის პარიზელი ლუკა, […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მარჩელო ლიპიმ სამწვრთნელო კარიერა დაასრულა

ტურინის “იუვენტუსისა” და იტალიის საფეხბურთო ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, მარჩელო ლიპიმ, სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ [...
წაკითხვა
ფეხბურთი

ყოფილმა პრეზიდენტმა “რეალი” მკაცრად გააკრიტიკა

მადრიდის “რეალის” ყოფილმა პრეზიდენტმა, რამონ კალდერონმა, კლუბში არსებული ვითარება შეაფასა. როგორც იცით, მოახლოებული “ელ კლასიკოსR...
წაკითხვა
ფეხბურთი

ორიდან ორი: მარიო გიოტცემ კიდევ ერთხელ გაიტანა (ვიდეო)

22 ოქტომბერს სტარტი აიღო ევროპა ლიგის 2020-21 წლების სეზონის ჯგუფურმა ეტაპმა. პირველ ტურში ნიდერლანდური “პსვ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“რეინჯერსის” ფეხბურთელმა “სტანდარტს” საოცარი გოლი გაუტანა (ვიდეო)

კემარ რუფის გოლი “სტანდარტის” კარში იხილეთ ვიდეო Unreal goal from Kemal Roofe #Rangers #EuropaLeague 🔥 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მენდეში ფატისთვის ხელფასის გაზრდას ითხოვს

“ბარსელონა” გუნდის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ანსუმან ფაის, ხელფასის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს. ინფორმაციას Diario Sport ადასტურებს. რ...
წაკითხვა
ფეხბურთი

გასახდელები, ლოჟები, სკამები – როგორ გამოიყურება ბათუმის სტადიონი? (ფოტო)

სამშენებლო კომპანია “ანაგი” ბათუმის ახალი სტადიონის ფოტოებს აქვეყნებს. გულშემატკივრებს საშუალება აქვთ ნახონ, როგორ გამოიყურება არენა [&hel...
წაკითხვა
ფეხბურთი

საქართველოს ნაკრები ფიფას რეიტინგში დაწინაურდა

დღეს ფიფამ განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა. როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოს ნაკრებმა ოქტომბრის მატჩების შემდეგ წინ […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

მოდრიჩი: “ფეხბურთის თამაში არ დაგვვიწყებია “

მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა, ლუკა მოდრიჩმა დონეცკის “შახტართან” გამართული მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იცით, მ...
წაკითხვა