ვლადიმირ ვაისი: “შეკრებაზე მყოფ რამდენიმე ფეხბურთელს ნაკრებში აღარასოდეს გამოვიძახებ”
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმირ ვაისმა ესპანეთის ნაკრებთან გასამართი შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, ლევან ღუდუშაურის ცნობით, სლოვაკმა სპეციალისტმა თქვა, რომ გუნდში ურთიერთგაგებისა და დისციპლინის პრობლემაა. ასევე, ამჟამად შეკრებაზე მყოფი ფეხბურთელებიდან რამდენიმეს ის ეროვნულ ნაკრებში აღარასოდეს გამოიძახებს.
“იმედი მაქვს, რომ წინა მატჩებთან შედარებით უკეთესად ვითამაშებთ. საქართველოს ნაკრებში ორი თვეა ვმუშაობთ. ვფიქრობ, წარმატებას რომ მივაღწიოთ, ბევრი უნდა ვიშრომოთ, ახალგაზრდებს კი ყურადღება მივაქციოთ. ესპანური ფეხბურთი ძალიან მომწონს. ჩემი აზრით, ევროპის ჩემპიონატის ფავორიტი სწორედ დელ ბოსკეს გუნდია”, – ციტირებს ვაისი სიტყვებს Futbol.as.com