ვლადიმირ ვაისი: “ხვალ ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც უელსთან მეორე ტაიმში”

თარიღი: ნოემბერი 11, 2016

ხვალ 2018 მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგ მატჩში საქართველოს ეროვნული გუნდი “დინამო არენაზე” მოლდოვის ნაკრებს უმასპინძლებს. დღეს ქართველთა მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სასტუმრო “ჰუალინგში” მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა.

“საკვალიფიკაციო ეტაპზე მარტივი მატჩები არ არსებობს. საბოლოო ჯამში, ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. ისე უნდა ვითამაშოთ, როგორც უელსის ნაკრებთან მეორე ტაიმში. მეტოქეს ვაფასებ, მეტი ქულა გვაქვს, ვიდრე მოლდოვის ნაკრებს. მეტოქეს რამდენიმე კარგი, გამოცდილი მოთამაშე ჰყავს, გუნდში ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან. ყველაზე მთავარი გოლების გატანაა.

ყოველთვის ვცდილობთ შემტევი ფეხბურთის ჩვენებას, გასათვალისწინებელია მეტოქის დონეც. ხვალ ვნახავთ, რა შეგვიძლია. თუ სამ ქულას ვერ ავიღებთ, დანარჩენ მატჩებს ამხანაგური შეხვედრის ტოლფასი მიეცემა. შემტევი ფეხბურთი კარგია, მაგრამ ამავდროულად უნდა ვითამაშოთ ჭკვიანურად, თამაში გავაკონტროლოთ. ბოლო სამ მატჩში მინიმუმ ათი მომენტი გვქონდა, მაგრამ მხოლოდ ორი გამოვიყენეთ. გადამწყვეტი მომენტები უნდა გამოვიყენოთ.

მოხარული ვარ, რომ ჯაბა კანკავა დაბრუნდა. მან სამი მატჩი ჩაატარა საფრანგეთის ჩემპიონატში, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში არ უთამაშია, რაზეც ძალიან ნერვიულობდა. ვფიქრობ, იგი კარგ მდგომარეობაშია, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვით, იქნება თუ არა სასტარტო შემადგენლობაში. რაც შეეხება ზოგადად შემადგენლობას, ჯერ კიდევ ვფიქრობ ერთ-ორ პოზიციაზე. ცვლილებები იქნება შემადგენლობაში.

თემურ ფარცვანიას თამაშს თვალყური მივადევნე, მაგრამ ყველა ვერ მოხვდება ნაკრებში. კი ბატონო, კარგად ითამაშა, მაგრამ გუნდში კაკაბაძე და ლობჟანიძე გვყავს. თუ ჯგუფიდან გასვლისთვის შანსს შევინარჩუნებთ, შედარებით ნაკლები ცვლილება იქნება. გვინდოდა, რომ ჯიქიას ჩვენთან ეთამაშა, მაგრამ ჯერჯერობით იგი რუსეთის ნაკრებში ემზადება, ეს მისი გადაწყვეტილებაა. შანსი მიეცათ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, გვილიას, კაკაბაძეს და მათ ეს შესაძლებლობა გამოიყენეს. გუნდს მომავალი აქვს, მაგრამ ხარისხს უნდა მოვუმატოთ, გოლების გატანა დავიწყოთ”, – განაცხადა ვაისმა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

სოსო ფრუიძემ “ლოკომოტივი” დატოვა

სოსო ფრუიძემ “ლოკომოტივი” დატოვა. თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, კლუბსა და გუნდის მთავარ მწვრთნელს შორის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ტორპედოს” პირველი გამარჯვება და გოლების მანქანა ფანცულაია

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ბოლო შეხვედრა მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე გაიმართა და “ტორპედომ” ეროვნულ ლიგაში […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“ზესტაფონს” 12 ახალწვეული და ჯაბა დვალი ჰყავს

კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული იძულებითი ხასიათის პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა ”ზესტაფონმა” საწვრთნელი პროცესი განაახლა და ახალი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

“თელავმა” ეროვნულ ლიგაში პირველი გამარჯვება “სამტრედიასთან” მოიპოვ

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში “თელავმა” “სამტრედია” მიიღო და 3-1 გაიმარჯვა. ანგარიში მე-4 წუთზე ცენტრალურმა მცველმა […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – “დილასა” და “დინამოს” ორხელისუფლებიანობა

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის მე-3 შეხვედრაში საჩხერის “ჩიხურამ” მიხეილ მესხზე გორის “დილა” მიიღო და 0-2 […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის ახალ სტადიონზე პირველი გოლი თორნიკე რიჟვაძემ გაიტანა (ვიდეო)

ბათუმის ახალი სტადიონი 99%-ით, თითქმის უკვე სრულად არის დასრულებული და სტადიონი აჭარის მთავრობამ მოინახულა. “აჭარის […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

თბილისის “დინამო” ეროვნული ლიგის ლიდერია!

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში თბილისურ დერბიში “დინამომ” “ლოკომოტივი” მიიღო და 4-0 გაანადგურა. “დინამო” უდიდეს უპირატე...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძის 53 წუთი და საჩემპიონო გოლი

თბილისის “დინამო” 30 წლის ფორვარდმა, ლევან მჭედლიძემ დატოვა. კლუბის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში, მხარეებს შორის კონტრაქტი […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – ბათუმში მხოლოდ ფრე!

ეროვნული ლიგის მე-4 ტური ბათუმში, “დინამომ” “საბურთალო” მიიღო და სეზონში მე-4 ფრე გააგორა. ანგარიში 61-ე […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლევან მჭედლიძემ თბილისის “დინამო” დატოვა

ლევან მჭედლიძემ “დინამო” დატოვა. თბილისური კლუბის ოფიციალური გვერდის ცნობით, ფეხბურთელსა და კლუბს შორის არსებული ხელშეკრულება […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა (ფოტო, ვიდეო)

ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონზე ძირითადი სამშენებლო სამუშაოები დასრულდა. ამჟამად შიდა მოპირკეთებითი, გარე კეთილმოწობის, სახანძრო და […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიგა ტატიაშვილი: “მე ჩემ მგზავრებს მოვატყუე, რომ პოლიცია მოდიოდა…”

ტელეკომპანია “მთავარი არხი” ჭაბუკთა შორის ევროპის ჩემპიონის, ძიუდოისტი გიგა ტატიაშვილის ჩვენებას ავრცელებს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ჭიდაობის ფედერაცია: “გიგა ტატიაშვილი მოჭიდავე არ არის”

ჭიდაობის ეროვნულმა ფედერაციამ ძიუდოისტ გიგა ტატიაშვილთან დაკავშირებით განცხადება გამოაქვეყნა. “ბოლო დღეებში, მასმედიაში რამდენიმეჯერ გავრცელდა ი...
წაკითხვა
ფეხბურთი

ეროვნული ლიგა – 3 გიორგი, 1 შოთა, მინუს ვაჟა

ეროვნული ლიგის მე-3 ტური იმერული დერბით დასრულდა. ქუთაისის “ტორპედომ” საჩხერის “ჩიხურა” მიიღო და 2-2 ითამაშა. […]...
წაკითხვა