ვლადიმირ ვაისი: “მატჩში მხოლოდ ორმა-სამმა ფეხბურთელმა შეასრულა საკუთარი ფუნქცია”

თარიღი: ნოემბერი 12, 2016

2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოსა და მოლდოვის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა ფრედ, ანგარიშით 1:1 დასრულდა. მატჩისშემდგომ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ ვაისმა განაცხადა, რომ დღევანდელ შეხვედრაში საკუთარი ფუნქციები მხოლოდ ორმა-სამმა ფეხბურთელმა შეასრულა.

“დღევანდელი მატჩის ვერმოგების მიზეზი მარტივია – მხოლოდ ორმა-სამმა მოთამაშემ შეასრულა საკუთარი ფუნქცია. დანარჩენებმა თავიანთ დავალებას თავი ვერ გაართვეს. ქვილითაიას საკუთარი ფუნქციები რომ შეესრულებინა, კარგი იქნებოდა. სამწუხაროა, რომ გულშემატკივრები ვერ გავახარეთ. დღეს ვერ ვაჩვენეთ ის, რაც შეგვიძლია. სამწუხაროდ, მატჩის ბოლოს წარმოუდგენელი გოლი გავუშვით. მინდოდა, რომ საყრდენი ზონა გამეძლიერებინა, საიდანაც მოდიოდა მეტოქის კონტრშეტევები.

ბუბა დაუშვილმა ყვითელი ბარათი მიიღო და ცოტა შემეშინდა, შემდეგ ოქრიაშვილიც გააფრთხილეს, ამიტომ კანკავა გამოვიყვანე საყრდენ ზონაში. სამწუხაროდ, ყაზაიშვილიც დაშავდა და ამის გამო შევცვალეთ. დღეს განხორციელებულმა ცვლილებებმა თამაშის მიმდინარეობაზე სასიკეთოდ ვერ იმოქმედა. მეორე სართულზე დაცვაში ძალიან ცუდად ვთამაშობთ, მეტოქის თითქმის ყველა ჩაწოდებას სახიფათო მომენტი მოჰყვა.

მეტოქის გოლს რაც შეეხება, ამ მომენტში სამი შეცდომა დავუშვით: ბურთი ცუდად გამოვიტანეთ საჯარიმოდან, შემდეგ მეორე სართულზე ბრძოლა წავაგეთ, ლორიამაც გაურკვევლად ითამაშა.

სამწუხაროდ, ვერც ჩვენი და არც გულშემატკივრის მოლოდინი ვერ გავამართლეთ. ყველანი იმედგაცრუებულნი ვართ: ფეხბურთელები, გულშემატკივრები. ეს შედეგი არავის სურდა. არც პირველ ტაიმში ვითამაშედ ძალიან კარგად, რამდენიმე მომენტი ვერ გამოვიყენეთ. შემდეგ ავნერვიულდით. მოედანზე არ აღმოჩნდა ფეხბურთელი, რომელიც თამაშის მიმდინარეობას საკუთარ თავზე აიღებდა.

გუნდში მყავს ახალგაზრდა ფეხბურთელი ოთარ კაკაბაძის სახით, რომელმაც რამდენიმე სახიფათო მომენტი შექმნა შეტევაში, თუმცა შემდეგ შეცდომაც დაუშვა. იგი ნიჭიერი ფეხბურთელია, მაგრამ შესაძლოა, ამ ეტაპზე მასზე გადაჭარბებული მოლოდინი მქონდა. ამავე პოზიციაზე გვყავს უჩა ლობჟანიძე.

არასდროს მითქვამს, რომ საქართველოს ნაკრები ამ ჯგუფიდან გავიდოდა. მე ვთქვი, რომ გვყავს კარგი, ნიჭიერი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული გუნდი. დღეს ჯერ კიდევ გვქონდა შანსი, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს შანსი ხელიდან გავუშვით”, – განაცხადა ვაისმა.

მსგავსი სიახლეები
ფეხბურთი

გიორგი ქვილითაიამ “სენტ-ტრიუიდენს” გაუტანა (ვიდეო)

ბელგიის ჩემპიონატის 27-ე ტურში “გენტი” “სენტ-ტრიუიდენს” მასპინძლობს. მატჩის მე-14 წუთზე გიორგი ქვილითაიამ სტუმართა კარი აიღო [...
წაკითხვა
ფეხბურთი

რას წარმოადგენს დღეს თბილისის “დინამო” და რას ცდილობს ფიფია?

დღეს თბილისის “დინამომ” სუპერთასის შეხვედრაში თბილისის “საბურთალოსთან” უშანსოდ წააგო 0-1 და გამარჯვება მეტოქეს დაუთმო. მთელი [...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” “დინამო” დაამარცხა და “სუპერთასის” მფლობე

თბილისის “საბურთალო” სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მფლობელია. სუპერთასის შეხვედრაში “საბურთალომ” თბილისის “დინამ...
წაკითხვა
ფეხბურთი

დინამო VS საბურთალო (სასტარტო შემადგენლობა)

17:0 საათზე მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე “დინამო თბილისი” და თბილისის “საბურთალო” სუპერთასის მოგებას შეეცდებიან. ცნობილია...
წაკითხვა
ფეხბურთი

ქუთაისის “ტორპედოს” თამაშებზე დასწრება ფასიანი იქნება

ქუთაისის “ტორპედოს” საშინაო თამაშებზე დასწრება ფასიანი გახდება. გუნდის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, სეზონის პირველ ორ საშინაო მატჩზე [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

ისტორიაში პირველად – სუპერთასის შეხვედრას ქალი მსაჯი იმსაჯებს

23 თებერვალს, მიხეილ მესხი 2-ზე 2020 წლის საქართველოს სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასის მატჩი გაიმართება. ერთმანეთს […]...
წაკითხვა
ფეხბურთი

იტალიელი ფორვარდი ქუთაისის “ტორპედოში”?

ქუთაისის “ტორპედო” იტალიელი ინვესტორის მოსვლის შემდეგ გაძლიერებას განაგრძობს. ივან ბობკოსა და ვანია მარკოვიჩის გადმოსვლის შემდეგ, [&hellip...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქინქლაძე საქართველოში “მანჩესტერ სიტის” აკადემიის გახსნას აპირებს

“მანჩესტერ სიტის” ლეგენდა გიორგი ქინქლაძემ “პირველი არხის” ეთერში ვლადიმერ გუცაევს ესტუმრა და ძალიან საინტერესო ინფორმაციაა [&...
წაკითხვა
ფეხბურთი

გიორგი ქინქლაძე: “სხვანაირად არ შემეძლო, მაგრამ არაფერს ვნანობ”

“მანჩესტერ სიტის” ლეგენდა გიორგი ქინქლაძე “პირველი არხის” გადაცემაში ვლადიმერ გუცაევს ესტუმრა და “მანჩესტერ სიტისთანR...
წაკითხვა
ფეხბურთი

“სამგურალის” ჯოკერი თურქულ შეკრებაზე – სერგო კუხიანიძის 5 გოლი (ვიდეო)

წყალტუბოს “სამგურალი” ეროვნული ლიგა 2-დან ერთადერთი გუნდია, რომელმაც შეკრება თურქეთში გამართა. “სამგურალმა” 4 საკონტროლო მატჩი...
წაკითხვა
ფეხბურთი

“საბურთალომ” და “ტორპედომ” უკრაინელი ფეხბურთელები დაიმატეს

თბილისის “საბურთალომ” უკრაინის ასაკობრივი ნაკრების ფეხბურთელი, ოლექსანდრ ბელიაევი დაიმატა. ქუთაისის “ტორპედომ” უკრაინის ასაკობ...
წაკითხვა
ფეხბურთი

ლუკა ზარანდია “ტობოლში” ითამაშებს

ბელგიური “ზულტე ვარეგემის” ფეხბურთელი ლუკა ზარანდია სეზონის ბოლომდე, იჯარით, ყაზახურ “ტობოლში” ითამაშებს. ქართველმა შემტევმა &...
წაკითხვა
ფეხბურთი

ოგნიენ როლოვიჩი “ურარტუსთვის” იბრძოლებს

თბილისის “საბურთალოს” ყოფილი თავდამსხმელი კარიერას სომხეთში გააგრძელებს. ოგნიენ როლოვიჩი “ურარტუში” გადავიდა, რომელიც სომხეთის...
წაკითხვა
ფეხბურთი

ბათუმის “დინამოს” ერთ-ერთი ინვესტორი გარდაიცვალა

ბათუმის “დინამო” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს გუნდის სამეთყვალყურეო საბჭოს თავჯდომარის, ჯონი ბაკურიძის გარდაცვალების გამო. მრავალ სხვა [&hel...
წაკითხვა