“ვნახოთ, ბრძოლის შემდეგ როგორ იჭიკჭიკებს” – მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანზე
UFC-ის ქართველი მებრძოლი, მერაბ დვალიშვილი ფეისბუქ ლაივის საშუალებით რუსი პიოტრ იანის ბოლოდროინდელ პოსტებს გამოეხმაურა.
29 იანვარს რუსმა პიოტრ იანმა Twitter-ში მის მეტოქეს, ალჯამეინ სტერლინგს მიმართა და მერაბ დვალიშვილიც ახსენა: “ჰეი, ალჯამეინ სტერლინგ, ბოლო დროს რატომ ხარ გაჩუმებული? არ იღელვო, ძალიან არ გცემ. ისე ლამაზად დაგაძინებ, რომ ვერც კი მიხვდები, რა მოხდა! და, შენს მეგობარ მერაბს შუძლია იგივე განიცადოს ჩემი ძმა დენის ლავრენტიევისაგან, იმავე ღამეს.”
დვალიშვილი ამბობს, რომ თუ მასთან ბრძოლა მოუწევს, რუსს სათანადო პასუხს გასცემს.
“პიოტრ იანმა თავისი ჭია გაახარა, მაგრამ ალჯოსთან ბრძოლის შემდეგ ვნახოთ, როგორ იჭიკჭიკებს. აღარ ექნება ჩვენთან ბრძოლის სურვილი. რაც შეეხება ჩემი და მისი მეგობრის ბრძოლას, მისი რუსი მეგობარი ჩემთან ბრძოლას არ იმსახურებს. რა თმქა უნდა, უნდათ ჩემთან ბრძოლა, მაგრამ ის ჯერ UFC-შიც არაა, მე TOP 15 მებრძოლს შორის ვარ და ჩემთან შეხვედრას დამსახურება უნდა.
იანმა გვიკბინა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ არასწორი მებრძოლია და არ მომწონს, ის ტიპი არ ვარ, ქუჩაში რომ ვცემო. თუ ოქტაგონზე მომიწევს შეხვედრა, სათანადოდ გავცემ პასუხს. ამისთვის წესები არსებობს. ვეცდები, ამ წესებში დავამარცხო, მთელმა მსოფლიომ დაინახოს, როგორ დამარცხდება და ამით გავახარო ჩემი გულშემატკივარი და ჩემი ხალხი. ამ ეტაპზე ქუჩაში ჩხუბი არაფრის მომცემია. იმ მუქარას, როგორც დაწერა თვითერზე, ისე ვუპასუხე. ილია თოფურია ჯიგარია და გასცა კარგი პასუხი. ეს ყველაფერი მაინც “თრეშ თოქი”, რაც MMA-ს თან ახლავს”, – განაცხადა მერაბმა.