ვოიცეხ შჩესნი: “რონალდუს დამატების შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგების უკეთესი შანსი ჩნდება”
ტურინის “იუვენტუსის” მეკარე ვოიცეხ შჩესნი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუს დამატების შემდეგ “ბებერ სინიორას” ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი მნიშვნელოვნად გაეზრდება. შეგახსენებთ, რომ 33 წლის პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 10 ივლისს ტურინულ კლუბთან ოთხწლიანი კონტრაქტი გააფორმა.
“რონალდუს მოსვლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მოგების უკეთესი შანსი გვექნება. ოცნება რეალური ხდება. კრიშტიანუს დამატება თავდაჯერებას შეგვმატებს”, – ციტირებს შჩესნის სიტყვებს “კალჩომერკატო”.
როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალის” შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ (2013–14, 2015–16, 2016–17, 2017–18 წლებში) მოიგო.