ვოლკოვი: “ალბანეთი იგივე დონის გუნდია და ყველა თამაშზე მოსაგებად გავდივართ””
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები წლის მეორე ამხანაგურ შეხვედრას ალბანეთში ჩაატარებს. ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გამარჯვების შემდეგ, ვილი სანიოლის გუნდი ალბანეთში ჩავიდა და 23 მარტს, ქალაქ დურესში პირველი ვარჯიში გამართა.
ალბანეთის წინააღმდეგ გასამართი მატჩის შესახებ საქართველოს ნაკრების ფორვარდმა, დავით ვოლკოვმა ისაუბრა.
დავით ვოლკოვი (საქართველოს ნაკრების წევრი): “ზედიზედ ოთხი გამარჯვება გვაქვს, გუნდი კარგ ხასიათზეა. მოლოდინი გვაქვს, რომ ყველა თამაშზე მოსაგებად გავიდეთ, ტაქტიკურად გამართულად ვითამაშოთ და მწვრთნელის დავალებები კარგად შევასრულოთ. ვფიქრობ, ალბანეთი იგივე დონის გუნდია, როგორსაც ივნისში ერთა ლიგაზე შევხვდებით. დარწმუნებული ვარ, ალბანეთის ნაკრებთან კარგი ამხანაგური თამაში იქნება. შევეცდებით, გამარჯვებით დავასრულოთ ეს მატჩი და კარგი განწყობით შევხვდეთ ერთა ლიგას“.
მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.
Nakrebi.ge