ვრსალკო “ინტერში” ითამაშებს
მადრიდის “ატლეტიკოს” მცველი შიმე ვრსალკო ახალ სეზონს იტალიის ჩემპიონატში დაიწყებს. ხორვატი ფეხბურთელი მილანის “ინტერმა” ინათხოვრა. ინფორმაცია ოფიციალურად დადასტურდა. “ნერაძურის” სეზონის ბოლოს ვრსალკოს კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება მიეცემა.
გავრცელებული ინფორმაციით, იტალიელებმა 26 წლის მცველის იჯარაში 6,5 მილიონი ევრო გადაიხადეს, ხოლო მისი კონტრაქტის გამოსყიდვა 24,5 მილიონ ევროდ შეეძლებათ.
შეგახსენებთ, რომ შიმე ვრსალკო მადრიდის “ატლეტიკოში” 2016 წელს “სასუოლოდან” გადავიდა. მაშინ ესპანელებმა მის სანაცვლოდ 16 მილიონი ევრო გადაიხადეს.
ესპანეთის ჩემპიონატის გასულ გათამაშებაში შიმე ვრსალკომ 21 მატჩი ჩაატარა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ის ხორვატიის ნაკრების ძირითადი შემადგენლობის წევრი გახლდათ და გუნდთან ერთად ვერცხლის მედალი მოიგო.